in

მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი რუსულმა ჯარმა დააზიანა

რამდენად შესაძლებელია მისი შეკეთება?

An-225 — ანუ, მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავია, რომელიც 1980 წელს შეიქმნა და მას შემდეგ საავიაციო სამყაროში საკულტო ადგილი დაიკავა. ახლა კი, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, ის რუსების თავდასხმის დროს განადგურდა, მაგრამ აღდგენას ექვემდებარება.

აღნიშნულ მოდელს მეორენაირად “ოცნებასაც” უწოდებენ, რაც ერთგვარ სიმბოლურ ხასიათს ატარებს… განსაკუთრებით, ახლა. “შეიძლება, რუსეთმა განადგურა ჩვენი თვითმფრინავი, მაგრამ ვერასოდეს გაანადგურებს ჩვენს ოცნებას ძლიერი, თავისუფალი და დემოკრატიული ევროპული სახელმწიფოს შესახებ”, — აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თვითმფრინავის სრულად განადგურების ზუსტი მტკიცებულება არ არსებობს, რადგან უშუალოდ ექსპერტების ჩართულობაა საჭირო მისი ტექნიკური მდგომარეობის შესაფასებლად. An-225-ის მფლობელი კომპანია Ukroboronprom-ის თანახმად კი, მის აღდგენას 3 მილიარდ დოლარზე და 5 წელზე დიდი დრო დასჭირდება… ამ რესურსების მიღებას კი რუსეთისგან ითხოვენ.

რა თქმა უნდა, An-225-ის აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც თავად ქვეყნისთვის, ისე ზოგადად საავიაციო ინდუსტრიისთვის. მასიური თვითმფრინავი, თავისი ზომით, თითქმის საფეხბურთო მოედანს უტოლდება. ეს მასშტაბი სრულიად ბუნებრივია, რადგან მისი შექმნის თავდაპირველი მიზანი კოსმოსური ხომალდი Buran-ის გადატანა იყო, რომელიც 1989 წელს გაეშვა. ამასთან, Mriya-მ რეკორდები დამყარა როგორც თავისი სიმძიმით, ისე ფრთების სიგრძით. რაც შეეხება ტვირთს, მას 640 ტონამდე გადატანა შეუძლია.

უახლოეს ისტორიაში, Covid-19-ის პანდემიის დროს, Antonov An-225 მრავალრიცხოვან ფრენებს ახორციელებდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით სამედიცინო მარაგების მიწოდების მიზნით. ამ სამწუხარო ამბის შემდეგ კი ვიმედოვნოთ, რომ თვითმფრინავის აღდგენა მართლაც შესაძლებელი იქნება.

რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი გულისამაჩუყებელი ხელოვნების ნიმუშები

ნახეთ: სახატავი მანქანით შექმნილი ჰიპნოზური გამოსახულებები