ამ ბოლო დროს, უკრაინა ხშირად გვხვდება მსხვილი კომპანიების ვიდეორგოლებში, ჯერ Apple-მა გადაიღო კიევის რკინიგზის სადგური თავისი ახალი მაჯის საათის რეკლამაში, ახლა კი იაპონურმა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მწარმოებელმა კომპანია Uniqlo-მ მოირგო ქვეყნის ცივი კლიმატი და თოვლი ახალი კოლექციისთვის. მუსიკალურ ვიდეოში მონაწილეობას Apache CREW-ის მოცეკვავეები იღებენ და თავისი საოცარი მოძრაობებით არაჩვეულებრივად ახერხებენ ფეხსაცმლის დემონსტრირებას, თანაც თოვლიან, მოყინულ ზედაპირზე იმასაც უსვამენ ხაზს რომ მომხმარებელს შეუძლია მშვიდად და უსაფრთხოდ შეხვდეს მოსალოდნელ ცივ ზამთარს.
https://www.youtube.com/watch?v=__Zb4rAlu6s