in

Ukraine is Here — Google-ის ახალი პროექტი, რომელიც უკრაინაში გამოგზაურებთ

Ukraine is Here — მისი ამაყად მდგარი ნაგებობები და ტროტუარები, ფერფლისა და ნანგრევებისგან თავისუფალი. ქვეყნის ვერსია, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, Google Arts and Culture-შია წარმოდგენილი.

BOG
BOG

უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, Google-მა განსაცვიფრებელი ონლაინ ჰაბი გახსნა, რომელიც მსურველებს ქვეყანაში ვირტუალურ გასეირნებას უწყობს. აღნიშნული პროექტი 5 წლის განმავლობაში იქმნებოდა, როგორც უკრაინის მთავრობის ერთობლივი ნამუშევარი.

„ჩვენი კულტურა არ არის მხოლოდ ჩვენი. ეს არის ცივილიზებული სამყაროს მემკვიდრეობა. როდესაც ერთი ქვეყანა კარგავს თავის კულტურულ ფასეულობებს, ეს მთელი მსოფლიოს დანაკარგია“, — ამბობს ოლენა ზელენსკა. Ukraine is Here კი ქვეყნის კულტურის უკვდავყოფას ეძღვნება, საინტერესო და თანამედროვე ციფრული ენით.

ციფრულად შემონახული ზოგიერთი ღირსშესანიშნაობა უკვე დაზიანდა ომისგან. ხარკოვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სამრეკლო ერთ-ერთი მათგანია. თუმცა, საიტზე ის ხელუხლებელი დარჩა, 40-მდე სხვა არქიტექტურულ სიმბოლოსთან ერთად, რომლებიც 3D მოდელების სახით შემორჩა. მთლიანობაში, საიტი გთავაზობთ უკრაინის ეროვნული პარკების, სამხატვრო გალერეებისა და არქიტექტურის 360-გრადუსიანი გაძლიერებული რეალობის ხედებს.

ასევე, მნახველებს შეუძლიათ, დაათვალიერონ ისეთი მხატვრების ნატურალური ზომის სურათები, როგორებიც არიან ალექსანდრა ექსტერი, სონია დელონეი და ვიქტორ პალმოვი.

რაში მდგომარეობს სუპერგმირი ლიდერის მითი?

Orion-ის კოსმოსურ ხომალდში Alexa-მ Party Mode ჩართო!