უკრაინის მხარდასაჭერად არაერთი საინტერესო კამპანია შეიქმნა… მათ შორისაა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეკლამო გამოცემა Adweek, რომელმაც სპეციალური ნომერი გამოუშვა: „უკრაინის შესახებ უკრაინელებისგან“.
ახლა კი NEBO Ideas Agency-მ გადაწყვიტა, Adweek-ის ინიციატივას შეერთებოდა და Weiden+Kennedy Amsterdam-ის სააგენტოსთან ერთად შექმნა პროექტი, სახელწოდებით “Ukraine is our Earth”. ეს ნამუშევარი ეფუძნება NASA-ს 1990 წლის დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოს და ასტრონომ კარლ სეიგანის საკულტო სიტყვას: „მკრთალი ლურჯი წერტილი“.

„სეიგანის სიტყვების შთაგონებით, შევქმენით ტექსტი, რათა მსოფლიოს ვუთხრათ, რას გრძნობს ახლა ყველა უკრაინელი“, — ამბობენ სააგენტოში. მართლაც, „მკრთალი ყვითელი-ცისფერი წერტილი“ საზოგადოებისთვის მძლავრ გზავნილად იქცა… ტექსტში მკრთალი წერტილი, რომელიც თავდაპირველად დედამიწა იყო, უკრაინა გახდა. ყვითელი სხივი კი იმედის ნათელ სიმბოლოდ იქცა, რომელსაც უკრაინელები ბნელი და მძიმე პერიოდის მიუხედავად მაინც არ კარგავენ..










