in

რა ფორმებით გამოხატავენ მსოფლიოში უკრაინისადმი სოლიდარობას?

ის, რასაც დღეს ყველა ერთხმად გმობს ძალადობაა. ძალადობა და ომი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში წამოიწყო. სოლიდარობის გამოსახატავად კი კომპანიები, ბრენდები, ორგანიზაციები თუ ადამიანები განსხვავებულ ფორმებს მიმართავენ, იქნება ეს უკრაინის ფერების გამოყენება, ჩუმი პროტესტი, ფულადი გზავნილები თუ კოსმოსური სატელიტები.

BOG
BOG

მოდის ინდუსტრიის მხარდაჭერა

მოდის სფერო უკრაინელებისადმი მხარდაჭერას აქტიურად გამოხატავს. მათ შორისაა Giorgio Armani, რომლემაც უკრაინელთა სოლიდარობის ნიშნად, ჩვენება სიჩუმეში გამართა. დიახ, ყველანაირი მუსიკის გარეშე, რათა თავისი გულისტკივილი უკეთ გამოეხატა.

მილანისა და პარიზის მოდის კვირეულზე კი ადამიანებმა პროტესტი განსხვავებული სტილის ჩაცმულობით გამოხატეს. ზოგი უკრაინის დროშითაც მივიდა, რათა მსგავსად მთელი მსოფლიოსთვის საკუთარი პოზიცია ეჩვენებინა.

 

Chanel-მა კი მილიონობით დოლარი UNHCR-ლტოლვილთა სააგენტოსა და CARE-ს გადაურიცხა, რუსეთში კი მაღაზიები დახურა. ხოლო სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა განაცხადა, რომ იგი 2022 წლის შემოსავალს უკრაინელთა მხარდასაჭერად გადარიცხავს. 

Hermes, Prada, Burberry, Balenciaga, Gucci, Valentino. Cartier, Vacheron Constantin, Piaget, Montblanc და სხვა ბრენდებმა კი მაღაზიები რუსეთში დროებით დახურეს.

ხოლო Adidas-მა რუსეთის ფეხბურთის გუნდის სპონსორობასა და პარტნიორობაზე უარი თქვა. უკრაინელთა მხარდასაჭერად კი შესაბამის ჯგუფებს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაუგზავნა.

 

არქიტექტორთა და ხელოვანთა მხარდაჭერა

პუტინის ქმედებებს ევროპის არქიტექტორები, კურატორები თუ დიზაინერებიც გმობენ. რუსეთში საქმიანობა არქიტექტორთა საერთაშორისო კავშირმა, რუსული პავინიონის კურატორებმა ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე, ევროპის არქიტექტორთა საბჭომ (ACE) და მოსკოვში არსებულმა ფონდმა V-A-C-მაც კი შეაჩერა. 

ხელოვანები მხარდაჭერას საკუთარ ნამუშევრებში ლურჯი და ყვითელი ფერების გამოყენებითაც გამოხატავენ, აქტივისტთა და ხელოვანთა ჯგუფმა კი გუგენჰაიმის მუზეუმის ბოლო სართულიდან 350 ქაღალდის თვითმფრინავი გაუშვა. მსგავსად ისინი უკრაინის თავზე ფრენის აკრძალვის მოწოდებას გამოეხმაურნენ. 

ეს თვითმფრინავები ქაღალდისგანაა დამზადებული, მაგრამ რა მოხდებოდა ისინი ფოლადისგან დამზადებული რომ ყოფილიყო და ბომბებს მათ თავზე გადაეფრინათ, ვინც გიყვართ?

ამასთან ერთად, არქიტექტურულმა ფირმებმა: Zaha Hadid Architects David Chipperfield Architects, Herzog & De Meuron, UNSTUDIO, MVRDV და BJARKE INGELS GROUP, რუსეთში ყველა საქმიანობა შეაჩერეს და უკრაინის მოქალაქეებსა და რუსებს, რომლებიც პუტინის გადაწყვეტილებას უარყოფენ, სოლიდარობა გამოუცხადეს. 

ტექნოლოგიური გიგანტების მხარდაჭერა

ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, როცა ვსაუბრობთ ისეთ გიგანტურ კომპანიაზე, როგორიცაა, მაგალითად, Google. Google-ის თანამშრომლებმა უკრაინელთა მხარდასაჭერად 15 მილიონი დოლარი გაგზავნეს. ამასთან ერთად, 5 მილიონი დოლარი სარეკლამო მიზნისთვის გამოყვეს.

მეტიც, Google Fi-სა და Google Voice-ზე უკრაინიდან საერთაშორისო ზარების განხორციელება უფასო გახდა. კომპანია ასევე ზღუდავს რუსეთთან დაკავშირებულ კომერციულ საქმიანობას. ტერმინები RT და Sputnik კი ევროკავშირის საძიებო სისტემიდან უკვე ამოღებულია.

რაც შეეხება Apple-ს, მან რუსეთში შეაჩერა გაყიდვები. Facebook-მა უსაფრთხოების ფუნქციები გააუმჯობესა, Twitter-მა კი რუსეთთან დაკავშირებული მრავალი მომხმარებელი დაბლოკა. კომპანიებმა TikTok, Spotify, Western Union, Oracle, SAP და Amazon Web Services კი რუსეთში ფუნქციონირება შეწყვიტეს.

აქვე არ უნდა დავივიწყოთ, ილონ მასკიც, SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც უკრაინელებს Starlink-ზე წვდომა მისცა. 

 

საზოგადოების მხარდაჭერა

უკრაინელებისადმი მხარდაჭერას რიგითი მოქალაქეებიც აქტიურად გამოხატავენ. მნიშვნელოვანია, ვახსენოთ Airbnb, სადაც სახლებს რიგითი მოქალაქეები უკრაინელებისთვის ჯავშნიდნენ — ერთიანი ძალისხმევით კი 100 000-მდე ლტოლვილი უფასო საცხოვრებელში დასახლდა.

 

 

მნიშვნელოვანი როლი საერთაშორისო ურთიერთობებში – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის წარმატებული გაცვლითი პროგრამები

16 აპრილს, Mutant Radio-ს სივრცეში უკრაინული მუსიკის დღე გაიმართება