Reuters-ის ანგარიშის თანახმად, შესაძლოა, უკრაინელმა სამხედროებმა სახის ამოცნობის ტექნოლოგია, Clearview AI გამოიყენონ. ეს მათ რუსების დაფიქსირებასა და დაღუპულთა იდენტიფიცირებაში დაეხმარება.
Clearview AI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოან ტონ-ტატმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თავისი პროგრამული უზრუნველყოფის უფასო გამოყენება შესთავაზა. რა თქმა უნდა, მსგავსი ტექნოლოგია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მიმდინარე საომარ პროცესებში და უკრაინელ სამხედროებს გაცილებით გაუადვილდებათ მოქმედება…
დღემდე უკრაინაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, მინიმუმ, 636 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა დააფიქსირა. და, სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, თუ გავითვალისწინებთ ცნობებს მასობრივი საფლავების შესახებ ალყაში მოქცეულ ქალაქებში. ერთ-ერთი მათგანი მარიუპოლია.
ახლა კი ტონ-ტატი ცდილობს, Clearview-ის ტექნოლოგია წარმოაჩინოს, როგორც სიკეთის ძალა და ამით დაგმოს რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფაქტი. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ამ სერვისს საგუშაგოებზე რუსი ოპერატიულების გამოსავლენად, გვამების იდენტიფიცირების და დეზინფორმაციასთან საბრძოლველად გამოიყენებენ.
როგორც კომპანია განმარტავს, მისი მონცემთ ბაზა 10 მილიარდზე მეტ ფოტოს მოიცავს, რომელთაგან 2 მილიარდი სწორედ რუსია.