in

უკრაინელი ბავშვები თავიანთ სამშობლოში ხალხისთვის ფულს აგროვებენ

ნახატები სხვების დასახმარებლად

უკრაინელი ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრები, რომლებიც ინტერნეტში იყიდება, არის ერთ-ერთი უახლესი ფორმა უკრაინელთა დასახმარებლად, რომელთა 2 მილიონზე მეტიც უკვე მეზობელ ქვეყნებშია ევაკუირებული რუსეთის შეჭრის შემდეგ.

ბავშვები თავიანთ ნახატებს Etsy-ზე, ვებსაიტზე აქვეყნებენ, საიდანაც მისი შეძენა მთელი მსოფლიოს ხალხს შეუძლია და ფული ფონდში ირიცხება.

9 წლის ილია დუდნიკი ერთ-ერთია იმ პატარა ხელოვანთაგან, რომლებიც თავიანთ ნახატებს ამ ვებსაიტზე ყიდიან. ილიას ნახატი, რომელიც საიტზე Woodlexx სახელობის გვერდზე დევს, 5 დოლარად იყიდება. ამ საქმიანობაში ელიას დედა, ოლენა დუდნიკი ეხმარება.

„ჩვენ ამ ფულის დახარჯვა ჩვენი სიცოცხლისთვის, ჩვენი შვილებისთვის შეგვიძლია, ეს ახლა დიდი დახმარებაა ყველასთვის”, – ამბობს ოლენა.

ის, მისი ვაჟი და 14 სხვა ნათესავი გაიქცნენ აგარაკზე მას შემდეგ, რაც ომის გამო დახურეს მათი ოჯახური ბიზნესი.

ილიამ ახლახან დაასრულა ახალი ნამუშევარი, რომელზეც უკრაინული ტანკის მიერ ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის ქვეშ მდგომი მამაკაცია გამოსახული. ნახატს ქვევით აქვს წარწერა – „არა ომს“. ოლენა ამბობს, რომ მისი შვილი ასე ხედავს უკრაინის გამარჯვებას ამ ომში.

კიდევ ერთი დედა ყიდის თავისი შვილების ნამუშევრებს, რომლებიც პატრიოტულ – ლურჯ და ყვითელ ფერებშია გადაწყვეტილი Etsy-ზე და ჰქვია HandtoolsDerdel,

თავის მხრივ, ვებპლატფორმა Etsy-მაც გააძლიერა აქცენტი უკრაინელების დახმარებაზე. რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, რომ გააუქმა Etsy-ის წინაშე არსებული ნაშთები, როგორებიცაა სარეკლამო გადასახადები და ტრანზაქციები. აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოშ სილვერმანმა თქვა, რომ მასში შედის Etsy.com, Depop და Reverb და წარმოადგენს დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ინვესტიციას.

„საზოგადოების ნაწილად ყოფნა ნიშნავს, რომ როდესაც ერთი იტანჯება, დანარჩენები უნდა წამოვდგეთ და მხარი დავუჭიროთ მას”, – განაცხადა სილვერმანმა.

სანქციების გამო სილვერმანი დროებით უთიშავს პლატფორმას რუს მომხმარებლებს.

ელიას დედა, ოლენა ამბობს, რომ მადლიერია ყველასი, ვინც მხარი დაუჭირა მის შვილსა და მის მეგობრებს ამ წამოწყებაში.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამას. გმადლობთ, მსოფლიოვ!”, – თქვა მან.

შექმნეს რობოტი, რომელიც „განრისხებული შეტყობინების“ გაგზავნაში ხელს გიშლით

Facebook პუტინისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ სიძულვილის ენას აღარ შეზღუდავს