in

უკრაინელი ხელოვანები ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებს აშენებენ

უკრაინელი მხატვარი, რომლის გამოფენაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ჩაიშალა, ახლა ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებს აშენებს. დაახლოებით ორი კვირის წინ ვოლო ბევზა თავისი გამოფენისთვის ემზადებოდა და ვერც კი იფიქრებდა, რომ ნამუშევრების ნაცვლად, თავდაცვითი ობიექტების “გამოფენა” მოუწევდა კიევში…

BOG
BOG

„შემოჭრის შემდეგ ვერ განვაგრძე მუშაობა. აღარ შემეძლო ხელოვნებაზე ფიქრი. ამის ნაცვლად, სასიამოვნო აღმოჩნდა ფიზიკური შრომის გაწევა და ისეთი შეგრძნების დაუფლება, რომ სხვებს ვეხმარები“, — ამბობს ბევზა.

ვოლო თავის შეყვარებულთან, მხატვარ ვიქტორია პიდუსტთან და რამდენიმე სხვა ხელოვანთან ერთად მუშაობს ლითონის სახელოსნოში, რათა რაც შეიძლება მეტი ტანკსაწინააღმდეგო ბარიერი დამზადდეს. საწყის ეტაპზე მათ, დაახლოებით, 100 ნიმუში შექმნეს, თუმცა ლითონის მარაგი მალევე ამოიწურა და იძულებულები გახდნენ, რკინიგზის ძველი ლიანდაგები გამოეყენებინათ.

ამ ომს მაინც მოვიგებთ, არ მაინტერესებს!

ამ დროისათვის ხელოვანები კვლავ განაგრძობენ ბარიერების შექმნას და საკუთარ ფიზიკურ რესურსებს მხოლოდ ამ საქმიანობას უძღვნიან…

 

2022 წლის მსოფლიო ფოტოგრაფიის დაჯილდოების გამარჯვებულები

Tesla ომში წასულ უკრაინელ თანამშრომლებს 3-თვიან ანაზღაურებას მისცემს