in

“ეს არის ომი ორ ცივილიზაციასა და ორ მენტალიტეტს შორის” – პავლო მაკოვი

ვენეციის ბიენალეზე წარდგენილი უკრაინელი მხატვრის გამოხმაურება ომის შესახებ

ვენეციის ბიენალეს პავილიონზე უკრაინის წარმომადგენელი ხელოვანი, პავლო მაკოვი პარასკევს, მეგობართან ერთად, ტირში წასვლას აპირებდა. 63 წლის კონცეპტუალურ მხატვარს საბჭოთა კავშირის დროს უკვე გავლილი ჰქონდა სავალდებულო სამხედრო მომზადება, მაგრამ გრძნობდა, რომ საჭირო იყო თავის ფორმაში მოყვანა.

bog
bog-mob

თუმცა ხუთშაბათს, 24 თებერვალს, გეგმები შეიცვალა, რადგან რუსეთის ჯარებმა დაიწყეს სახმელეთო და საზღვაო შეჭრა უკრაინაში. ”ჩვენ მთელი დილაა ბომბის ხმები გვესმის”, – აცხადებს უკრაინელი მხატვარი, რომელიც ხარკოვში თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

როდესაც ომი დაიწყო, მაკოვი მშვიდად იყო. მან მაშინვე დაამყარა კავშირი პავილიონის მომავალ კურატორებთან:

თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ჩვენ უკვე დავკარგეთ 15,000 ჯარისკაცი ბოლო რვა წლის განმავლობაში. ევროპა ფიქრობდა, რომ ეს არის პატარა კონფლიქტი, რომელიც მას არ ეხება, მაგრამ ეს არის კონფლიქტი ევროპის აღმოსავლეთ საზღვარზე. ეს არ არის ომი უკრაინელებსა და რუსებს შორის – ეს არის ომი ორ ცივილიზაციასა და ორ მენტალიტეტს შორის”, – წერს არტისტი.

ვენეციის ბიენალესთვის, რომელიც აპრილში გაიხსნება, მხატვარი თავისი 1995 წლის ნამუშევრის The Fountain of Exhaustion-ის განახლებულ ვერსიას ქმნის. ეს არის ინსტალაცია, რომელიც თავდაპირველად ეხებოდა საბჭოთა კავშირის შემდეგ საზოგადოებაში სიცოცხლისუნარიანობის არარსებობას. ნამუშევარი 2 კვირაში უნდა გადაგზავნილიყო ვენეციაში, თუმცა ”ახლა არავინ იცის, რა მოხდება”, – თქვა მაკოვმა.

მხატვრის თქმით, გასული წლების განმავლობაში ის და სხვა ხელოვანები მუშაობდნენ უკრაინის თავდაცვის ძალისხმევის მხარდასაჭერად. მხატვრის ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც ჯარისკაცია დონბასის რეგიონში, შეძლო მაკოვის ერთ-ერთი ნამუშევრის გაყიდვიდან მიღებული თანხები ჯავშნისა და იარაღის შესაძენად გამოეყენებინა.

უკრაინელმა არტისტმა ასევე დასძინა, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ცოტა გაკვირვებული იყო ევროპელი მხატვრების რუსეთთან თანამშრომლობით. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნამუშევრები 1990-იანი წლებიდან იყო პუშკინის მუზეუმის კოლექციაში, მაკოვმა ქვეყანასთან კავშირი გაწყვიტა დიდი ხნის წინ გაწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ მაკოვი ეთნიკური რუსია. ის სანკტ-პეტერბურგში დაიბადა, თუმცა სიცოცხლის უმეტესი ნაწილი უკრაინაში აქვს გატარებული. სახვით ხელოვნებას ყირიმში სწავლობდა. მისი ნახატები და ნამუშევრები გამოფენილია ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში, ლონდონში და ნიუ იორკის Met-ში.

“ჩვენ კარგად გვესმის რას ნიშნავს ომი და მისი უმძიმესი შედეგი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის”- M²

3 გზა, თუ როგორ შევწყვიტოთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება