რუსეთმა ევროპაში ყველაზე დიდ უკრაინის ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურს შეუტია… ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით კი რადიაციის დონე სტაბილურია.
ბირთვული ენერგიის ეროვნულმა კომპანიამ Energoatom გამოაცხადა, რომ ხანძარი ახლომდებარე შენობაში მოხდა და რეაქტორებს, ქარხნისთვის აუცილებელ დანადგარებსა და მათ პერსონალს არ შეხებია. ქარხნის დირექტორის თქმით კი “ბირთვული უსაფრთხოება ახლა გარანტირებულია”.
ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგური ჩერნობილიდან, დაახლოებით, 500 მილის დაშორებით მდებარეობს და მისგან განსხვავებულია. იგი ექვს მსუბუქ წყლის ბირთვულ რეაქტორს შეიცავს, უფრო სტაბილურად ითვლება და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-შიც გამოიყენება.
“მათ მრავალი გაგრილების სისტემა აქვს, რათა თავიდან იქნას აცილებული დნობა. ჩერნობილისგან განსხვავებით, ის რეაქტორის ირგვლივ რადიოაქტიური ტალღების გამოყოფას აფერხებს”, — განმარტა ტონი ირვინმა, ბირთვული ინჟინერიის ექსპერტმა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და რუსეთს ელექტროსადგურში მეხანძრეებისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლების დაშვებისკენ მოუწოდა.













