in

როგორ ადაპტირდებიან უკრაინული დიზაინის სააგენტოები ახალ რეალობასთან

კორონავირუსის პანდემიამ არასტაბილურ სამყაროში „გადარჩენის“ გზები გვასწავლა: იყავით მოქნილები, ისწავლეთ დისტანციურად მუშაობა და შეავსეთ სარეზერვო ფონდი პროექტების პოტენციური დეფიციტის დასაფარად. თუმცა, უკრაინის ყოვლისმომცველმა ომმა გაურკვევლობისა და ნგრევის სრულიად ახალი დონე გახსნა.

უკრაინელებს, რომლებიც მეცნიერული მიღწევების, ამბიციური ტექნოლოგიური განვითარებისა და სმარტფონის ციფრული მდგომარეობის სამყაროში ცხოვრობდნენ, ბარბაროსული სახელმწიფოთაშორისი ომი ნაკლებ სავარაუდოდ ეჩვენებოდათ. ყველანაირ ტრაგედიასთან ერთად ბიზნესი და შემოქმედებითი პროცესები შეჩერდა.

2022 წლის თებერვლამდე უკრაინული სააგენტოები ძირითადად ადგილობრივ ბაზართან მუშაობდნენ და მათი პორტფელი გაყიდვების მთავარი არხი იყო. მაგალითად, Spiilka-ში შეიმუშავეს პროექტები, გამოაქვეყნეს ვებგვერდზე და მიიღეს ახალი დამკვეთები, რომლებიც ახალ პროექტებს სთავაზობდნენ. ასევე, სააგენტო ყოველწლიურად მონაწილეობდა დიზაინის საერთაშორისო კონკურსებში და წარმატებით ინარჩუნებდა აღიარებული დიზაინის ბიუროს სტატუსს.

ასევე, ბოლო წლების განმავლობაში უკრაინული კრეატიული სააგენტოების უმეტესობა Red Dot, D&AD, Cannes Lions და Awwwards ჯილდოების გამარჯვებულთა შორის იყვნენ. თუმცა უკრაინა მაინც გლობალური კომპანიების რადარს მიღმა რჩებოდა. ახლა, როდესაც ზოგიერთმა ადგილობრივმა ბიზნესმა შეწყვიტა ფუნქციონირება და ზოგიერთი შემოქმედებითი სფერო, როგორიცაა კორპორატიული იდენტურობა, რეკლამა და კომუნიკაციის დიზაინი, მათთვის ძალზე მნიშვნელოვანი გახდა უცხოელ კლიენტებთან მუშაობა.

ახლა კი უკრაინელი დიზაინერები „გადარჩენის“ გზებზე საუბრობენ.

საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა საკმაოდ დიდი გამოწვევაა. ის უკვე სავსეა პირველი კლასის მოთამაშეებით ან სააგენტოებით, რომლებსაც მრავალწლიანი კონტრაქტები აქვთ კლიენტებთან. „ჩვენი სოლიდური პორტფელი და ღრმა გამოცდილებაც კი არ გვაძლევს გამარჯვების გარანტიას ამ სასტიკ კონკურენციაში“, — აღნიშნავენ უკრაინელები.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, სააგენტოში მიაჩნიათ, რომ კმაყოფილი კლიენტების კავშირები უნდა გამოიყენონ — „კმაყოფილი მომხმარებელი კრეატიული ბიზნესის საუკეთესო რეკლამაა“. და თუ ასეთი კლიენტები არ მოიძებნება, შესაძლებელია ისეთი პლატფორმების აქტიურად გამოყენება, როგორებიც არის Clutch, Upwork და Behance.

ამასთან, კიდევ ერთ სასურველ გზად მსგავსი მიმართულების უცხოურ სტუდიებთან და სააგენტოებთან თანამშრომლობა ესახებათ. მაგალითად, Spiilka, როგორც პირველი კლასის დიზაინერების გუნდი, სთავაზობს მომსახურებას დეველოპერებს, რომლებსაც არ ჰყავთ შიდა არტ დირექტორები ან ბრენდის დიზაინის სტუდიები.

„უცხოელი კლიენტებისა და პარტნიორების პოვნა ადვილი ნამდვილად არ არის. თანაც, მათი დარწმუნება, რომ ჩვენი ახალი რეალობა არანაირად არ იმოქმედებს სამუშაო პროცესზე, ძალიან ძნელია. თუმცა ჩვენ საჰაერო თავდასხმების პარალელურად შეგვიძლია მუშაობა… განგაშის სირენებს საუნდტრეკებად ვაქცევთ, რადგან ვადაპტირდით მოცემულ სიტუაციასთან“,

მასიმო ვინელიმ, ამერიკელმა დიზაინის ლეგენდამ, ერთხელ თქვა, რომ დიზაინერის ცხოვრება ბრძოლაა. ბრძოლა სიმახინჯესთან… „ვეთანხმები, მაგრამ იმ შენიშვნით, რომ უკრაინელი დიზაინერის ცხოვრება დღეს უფრო მეტად არის ბრძოლა ღირსების, ეროვნული იდენტობის, ძლიერი კულტურისა და დამსახურებული ადგილისთვის მსოფლიო მოთამაშეებს შორის. და დიდი შანსია, რომ ამ ბრძოლაში მოვიგოთ“. 

ქართული ჩაის ისტორია და კულტურა

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები მარტივად ურთიერთობენ — კვლევა