2022 წლის 24 თებერვალს (რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეს), კუნძულ ზმეინის უკრაინელი მესაზღვრეები რუსულ ხომალდს დანებების შეთავაზებაზე პასუხობენ – Иди На**й. უკრაინის ეროვნული საფოსტო კომპანია – Ukrposhta, სპეციალურ საფოსტო მარკას დაბეჭდავს, რომელიც კუნძულ ზმეინის გახმაურებულ ინციდენტს ასახავს. „Русский военный корабль, иди на**й!“ – სწორედ ასე ეწოდება მარკას, რომელზეც კუნძულზე მდგარი უკრაინელი ჯარისკაცია გამოსახული. მას, ერთ ხელში ავტომატი უჭირავს, მეორე ხელით კი რუსულ ხომალდს შუა თითს უჩვენებს. Ukrposhta-ს გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხის ნებას გამოხატავს. ბორის გროხის მიერ, 13 უკრაინელი მესაზღვრის საპატივცემულოდ შექმნილმა ამ ილუსტრაციამ, უკრაინის საფოსტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ დიზაინის კონკურსში, ყველაზე მეტი ხმა დაიმსახურა.
Иди На**й! – ცნობილი ფრაზა უკრაინის საფოსტო მარკაზე დაიბეჭდება
