in

შოტლანდიაში 100%-ით ვეგანური სასტუმრო იხსნება

ბრიტანეთში, შოტლანდიის ერთ-ერთ რეგიონ Highland Perthshire-ში 100%-ით ვეგანური სასტუმრო იხსენბა – “Saorsa 1875”-ს წარმომადგენლების თქმით, აქ ყველაფერი ეკო-მეგობრული, მცენარეული და “cruelty-free” (წარმოების მეთოდი, როდესაც კოსმეტიკური ან სხვა კომერციული პროდუქტის შესაქმნელად ცხოველებზე ექსპერიმენტი არ ტარდება) იქნება.

როგორც სასტუმროს შეფ-მზარეული ლუკა სორდი ამბობს, რესტორანში ყველა კერძი “Saorsa 1875”-ის ფერმაში მოყვანილი ვეგანური პროდუქტებით მომზადდება. ცხოველური პროდუქტი არ იქნება არც ერთ ალკოჰოლურ სასმელში, რომელიც მათთან გაიყიდება. რაც შეეხება ნომრებს, საძინებლიდან დაწყებული სააბაზანოთი დამთავრებული, ყველგან, მხოლოდ ეკო-მეგობრული ავეჯი თუ ინვენტარი იქნება.

“Saorsa 1875” ვიზიტორებს 2019 წლის ივნისიდან მიიღებს.

https://www.instagram.com/p/Bv8z-f-hKWp/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/Bxc3tqGgQ1e/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/BwMOJi7lHa_/?utm_source=ig_embed

https://www.instagram.com/p/BwckbPSDS7J/?utm_source=ig_embed

Jack Daniel’s ზაფხულს ახალი კოქტეილით ხვდება 

რობოტი, რომელმაც ხატვა და 10 ენაზე წერა იცის