in

“უკვდავების მისაღწევად” Alto Labs-ს ცნობილი მეცნიერები უერთდებიან

ლაბორატორიას GlaxoSmithKline-ის ყოფილი მთავარი მეცნიერი, ჰალ ბარონი ხელმძღვანელობს

Amazon-ის დამფუძნებელი და ილონ მასკის “საყვარელი კონკურენტი” ჯეფ ბეზოსი საუკეთესო მეცნიერთა გუნდს კრებს, რათა ოცნების რეალიზება შეძლოს — მიაღწიოს უკვდავების ტექნოლოგიის განვითარებას.

M2
M2

მილიარდერი ფულს დაბერების საწინააღმდეგო სტარტაპში აბანდებს, სახელად Alto Labs. ლაბორატორიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას GlaxoSmithKline-ის ყოფილი მთავარი მეცნიერი, ჰალ ბარონი იკავებს. “ჩემთვის პატივია ასეთი უნიკალური შესაძლებლობის მიღება, ვუხელმძღვანელო ასეთი უნიკალური, ტრანსფორმაციული მისიის მქონე კომპანიას”, — აღნიშნავს ბარონი.

გავლენიან მეცნიერთა და მკვლევართა გუნდთან ერთად, ბეზოსის მიერ მხარდაჭერილმა სტარტაპმა განაცხადა, რომ მან ბაზარზე გამოჩენისთანავე მიიღო $3 მილიარდზე მეტი დაფინანსება… ცხადია, ჯეფი ერთადერთი მდიდარი ინვესტორი არ არის, ვინც დაბერების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების შემუშავებაშია ჩართული… არამედ, მათ შორისაა მილიარდერი იური მილნერიც.

შესაძლოა, ეს ყველაფერი სამეცნიერო ფანტასტიკის მსგავსად ჟღერდეს… მაგრამ რა ხდება, როცა სიკვდილის დამარცხებაში ისეთი მეცნიერები ერთვებიან, როგორიცაა შინია იამანაკა, 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინაში ღეროვანი უჯრედების კვლევისთვის და ჯენიფერ დუდნა, 2020 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინაში?! ალბათ, იდეა მეტ დამაჯერებლობას იძენს.

სტარტაპის მთავარ მიზანს ბიოლოგიური რეპროგრამირების მიღწევა წარმოადგენს. ეს არის უჯრედების მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავების მეთოდი მათი მომწიფების შემდეგ. თეორიულად, უჯრედებს შეუძლია, ისეთი რამ, როგორიცაა თქვენი სხეულის აღდგენა დაბერებისას და ასაკთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობაც კი, როგორიცაა დემენცია.

საბოლოოდ, მხოლოდ დრო გვიჩვენებს, ეს მილიარდერების მხარდაჭერილი საწარმო ნამდვილად დაგვეხმარება სამუდამო ახალგაზრდობის შენარჩუნებაში თუ არა.

“ენკანტოში” კიდევ ერთმა ბავშვმა იპოვა საკუთარი თავი

როგორ ვიპოვოთ ახალი სამსახური?