14
May
2019

ყოველდღიური დილემა, რომელიც აზიური სწრაფი კვების ობიექტმა „უკვე“ გადაჭრა

14 May 2019

რა არჩევანის გაკეთება უწევს მომხმარებელს ყოველდღიურად, როდესაც ფიქრობს, რა მიირთვას ლანჩზე? რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს მას აზიური სწრაფი კვების ობიექტისგან? და თუ სამზარეულოს კუთხით გავყვებით, როგორ ჭრის დილემას: ოფისში მიირთმევს, თუ გარეთ? სუში თუ ატრია? იქნებ, ქათამი ან ბრინჯი?

ამაზე პასუხები აზიური სამზარეულოს სწრაფი კვების ობიექტმა „უკვე“ იპოვა: „პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ ლანჩზე მისამრთმევი საკვების შეფუთვა მაქსიმალურად კომფორტული და კომპაქტური უნდა იყოს. რაც შეეხება პროდუქტებთან დაკავშირებულ დილემას, ეს გამოწვევა მრავალფეროვანი ლანჩ მენიუთი გადავწყვიტეთ: მომხმარებელს, ერთი ლანჩ მენიუს შეკვეთით, უკვე შეუძლია ქათმის, ბრინჯის, სუშისა და ბოსტნეულის სალათის მირთმევა. სულ 11 სახეობის კომპოზიციისა  და ფასის ორი: 15 ლ და 20 ლ კატეგორიიდან“, – ქრისტინე მორჩილაძე, „უკვეს“ მარკეტინგის მენეჯერი.

M: ქრისტინე,ზოგადად, მოგვიყევით, როგორ მოხვედით ამ ცვლილებების საჭიროებამდე…
„უკვე“ ერთ-ერთი პირველი აზიური სწრაფი კვების ობიექტი იყო, ჯერ კიდევ, 2016 წლიდან, რომელმაც ონლაინ შეკვეთისა და მიტანის სერვისი დანერგა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, განვითარება არ შეუჩერებია. ბაზრის განვითარების, მომხმარებლის გემოვნებისა და მოთხოვნების შესაბამისად, ოპერირების 3 წლის მანძილზე რამდენჯერმე დაიხვეწა თავდაპირველი მენიუ. რასაკვირველია, პრობლემებიც იყო, რომლებიც ჩვენი ერთგული და ახალი მომხმარებლებისთვისაც შესამჩნევი გახდა და სწორედ ამიტომ, 2018 წლის ზაფხულიდან, ძირეული ცვლილებების განხორციელება უკვე დღის წესრიგში დადგა.

M: უფრო კონკრეტულად, რა მიმართულებით აისახა ცვლილებები?
ჩვენ სრულიად შევცვალეთ და განვაახლეთ მენიუ, მოვიწვიეთ გამოცდილი და ენთუზიაზმით სავსე შეფ-მზარეული და მზარეულები, რომლებმაც კიდევ უფრო თანამედროვე სტანდარტები შემოიტანეს ჩვენს სამზარეულოში. ოქტომბერში უკვე ჩვენი ახალი მენიუს პრეზენტაცია გავმართეთ „ფაბრიკის“ ფილიალში, სადაც ათეულობით ადამიანს მივეცით ახალი სუშის, ატრიისა და სალათების დაგემოვნების საშუალება.

M: მარკეტინგული თვალსაზრისით, რა ნაბიჯებს დგამთ? რა ფორმით გაქვთ მომხმარებლებთან კომუნიკაცია?
ჩვენს მომხმარებელს აქციები ძალიან უყვარს და სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებითაც მრავალფეროვანი შეთავაზებები გვაქვს ხოლმე. ამ ეტაპზე ნებისმიერი კერძის ონლაინ შეკვეთისას მომხმარებელს საშუალება აქვს, ჩვენი მენიუდან ნებისმიერი უალკოჰოლო სასმელი აირჩიოს და ჩვენ მას საჩუქრად ვუგზავნით.

გარდა ამისა, აქტიურია პრომო კოდიც: “LoveUkve”, რომელიც ნებისმიერი ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია და შეკვეთის განთავსებისას მისი გამოყენების შემთხვევაში, 10%-იან ფასდაკლებას მიიღებს.

სპეციალურად მარკეტერის მკითხველს კი, პრომო კოდს: “UkveMarketer” ვთავაზობთ, რომელიც ჩვენს სრულ ასორტიმენტზე, ერთი კვირის განმავლობაში 15%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. M: ცხელი დღეები ახლოვდება და საფესტივალო სეზონი აქტიურ ფაზაში შედის…მოგვიყევით, თქვენს ზაფხულის გეგმებზე…
ჩვენი მომხმარებლების ძალიან დიდ ნაწილს ახალგაზრდები წარმოადგენენ, რომლებიც, სხვადასხვა სახის ფესტივალებს ესწრებიან. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საფესტივალო დღეები მათთან ერთად გავატაროთ და გარემოზე მორგებული, სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი, ასევე, ყველასთვის საყვარელი მენიუს შემადგენელი უგემრიელესი კერძები შევთავაზოთ.

გაზაფხული და ზაფხული ძალიან დატვირთული გვაქვს ამ კუთხით, ჩვენს მომხმარებელს ძალიან ბევრ სიახლეს ვთავაზობთ 4GB-სა თუ Open Air-ის ფესტივალზე.

[R]

განხილვა