in

Ulo – სახლის კამერა ბუ, რომელიც მოძრაობას „თვალს აყოლებს“

M2

სახლის უსაფრთხოებისა და მონიტორინგისთვის არაერთი ადამიანი იყენებს კამერებს, რომელთა მართვაც სმარტფონის მეშვეობითაა შესაძლებელი. ლუქსემბურგულმა კომპანია Mu Design-მა კი ახალი დიზაინის მქონე კამერის შექმნა გადაწყვიტა. ასე შეიქმნა Ulo, კამერა ბუ, რომელიც თვალს გამოგაყოლებთ, დღედაღამ ფხიზლობს (თუ დატენით, რა თქმა უნდა) და თქვენთან ინტერაქცია შეუძლია. კამერა მუშაობს Qualcomm Snapdragon 212 სერიის პროცესორზე, აღჭურვილია ორიენტაციის სენსორებით, ასევე, აქვს Wi-Fi, Bluetooth და მიკროფონი. იტენება სტანდარტული USB დამტენით. მას აქვს LCD თვალები, რომლებიც მოძრაობაზე რეაგირებს და ორი ლინზა – HD კამერა და მოძრაობის სენსორის კამერა. Ulo-ს მიერ აღქმული გამოსახულებების ლაივ რეჟიმში ნახვა iOS-ის, ან Android-ის მომხმარებლებს, სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით შეუძლიათ. კამერის ფასი 220 დოლარია.

Ulo-ს ერთ-ერთი შემქმნელი – ვივიენ მულერი ამბობს, რომ უნდოდათ შეექმნათ კომპაქტური, მოსახერხებელი კამერა, რომელიც შინაური ცხოველის განცდას უფრო დატოვებდა, ვიდრე გაჯეტის. თავად შეაფასეთ, გამოუვიდათ, თუ არა:

Nike-ის ჩანთა-ჩუსტები – 2019 წლის საზაფხულო კოლექცია

“გაიგე მეტი ყველგან, სადაც ხარ” – სილქნეტის კამპანია