in

მკვლევრებმა, ძვალზე დასამაგრებლად, ულტრა თხელი კომპიუტერი შექმნეს

მის დასამაგრებლად სპეციალური წებოც კი შეიმუშავეს

არიზონას უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ულტრა თხელი უკაბელო მოწყობილობა შეიმუშავა, რომელიც ძვლის ზედაპირზე იზრდება და, შესაძლოა, ოდესმე ექიმებს ძვლების ჯანმრთელობისა და შეხორცების მონიტორინგში დაეხმაროს.

“როგორც ქირურგი, განსაკუთრებით აღტაცებული ვარ ძვლის ქსოვილის ზედაპირიდან მოპოვებული ელექტრონული მონაცემებით. მისი მეშვეობით, შესაძლებელი პერსონალიზებული ორთოპედიული მკურნალობის შემუშავება — რეაბილიტაციის დაჩქარება და ტრავმის შემდეგ ფუნქციის მაქსიმალურად აღდგენა” — აღნიშნავს კვლევის თანაავტორი დოქტორი დევიდ მარგოლისი.

მყიფე მოტეხილობები, რომლებიც დაკავშირებულია ისეთ მდგომარეობებთან, როგორიცაა ოსტეოპოროზი, საავადმყოფოში მოხვედრის უფრო ხშირი მიზეზი ხდება, ვიდრე გულის შეტევა. მიუხედავად იმისა, რომ უსადენო მოწყობილობა ჯერ კიდევ არ არის გამოცდილი ან ადამიანებში გამოსაყენებლად დამტკიცებული, მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

“ძალიან მნიშვნელოვანია კუნთოვანი სისტემის ჯანმრთელობის მონიტორინგი. ამ ინტერფეისის სახით, კომპიუტერი უშუალოდ ძვალზეა განთავსებული. ეს ტექნოლოგიური პლატფორმა საშუალებას გვაძლევს, მეცნიერებისთვის კვლევის ინსტრუმენტები შევქმნათ, რათა გაიგონ, როგორ მუშაობს კუნთოვანი სისტემა და შეგროვებული ინფორმაცია გამოვიყენოთ როგორც აღდგენისთვის, ისე სამკურნალოდ” — განმარტავენ მკვლევრები.

იქიდან გამომდინარე, რომ კუნთები ძალიან ახლოს არის ძვლებთან, მნიშვნელოვანია, მოწყობილობა საკმარისად თხელი იყოს. ეს მიმდებარე ქსოვილის გაღიზიანებას აგვარიდებს თავიდან. მართლაც, მისი თხელი სტრუქტურა (დაახლოებით, ფურცლის სისქე) გამორიცხავს მჭიდრო ინტერფეისის შექმნას თუ ძვლის გამრუდებას. ასევე, მოწყობილობა ელემენტს არ საჭიროებს, რაც ელექტროენერგიის გადაცემისა და კომუნიკაციის მეთოდის გამოყენებით გახდა შესაძლებელი.

ძვლების გარეთა შრეები იშლება და შემდეგ იწყებს განახლებას, ისევე როგორც კანის შემთხვევაში ხდება. ამრიგად, თუ ტრადიციულ წებოს გამოიყენებთ ძვალზე რაიმეს დასამაგრებლად, ის რამდენიმე თვეში ჩამოვარდება. ამ საკითხის გადასაჭრელად კვლევის თანაავტორმა და BIO5-ის წევრმა ჯონ ზივეკმა, შეიმუშავა წებო, რომელიც კალციუმის ნაწილაკებს შეიცავს — ძვლის უჯრედების მსგავსი ატომური სტრუქტურით, რომელიც გამოიყენება ძვლის ზედაპირზე რაიმეს დასამაგრებლად გამოიყენება.

ზოგიერთ პაციენტს მედიკამენტები ენიშნება, რომლებიც ძვლის შეხორცების დასაჩქარებლად ან სიმკვრივის გასაზრდელად არის შექმნილი. თუმცა ამ რეცეპტებს შეიძლება, გვერდითი ეფექტები ახლდეს თან. ძვლის მჭიდრო მონიტორინგი ექიმებს საშუალებას მისცემს, უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღონ მედიკამენტების დოზის შესახებ.

„ყურადღება! იტვირთება ბედნიერება!“ – ონლაინ სივრცეში ვებგვერდი kh.ge გამოჩნდა, უჩვეულო გზავნილით

თუ კრეატიული ქოფირაითინგითა და კონტენტის მართვით ხარ დაინტერესებული . . .