in

UM Georgia, გლობალური ქსელის, UM Worldwide-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, 21 წლის იუბილეს აღნიშნავს

სარეკლამო ბიზნესში ცნობისმოყვარეობა და მუდმივი განვითარებისკენ სწრაფვა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო თვისებაა. გუნდები, რომლებიც ამ თვისებებს ფლობენ, წარმატებებსაც ადვილად აღწევენ ხოლმე. საქართველოში ერთ-ერთი ასეთი ცნობისმოყვარე და განვითარებაზე ორიენტირებული სარეკლამო სააგენტოა Universal McCann Georgia, იგივე UM Georgia, გლობალური ქსელური ბრენდის წარმომადგენელი, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს და ერთ-ერთი ყველაზე ძველი სააგენტოა საქართველოში – ის უკვე 21 წლის გახდა.

UM Georgia-ს კარგად ახსოვს ის პერიოდი, როცა ჯერ კიდევ სატელევიზიო, ბეჭდური და რადიორეკლამა იყო გავრცელებული. მეტიც, იმ დროს ერთადერთი სარეკლამო წყარო სწორედ ეს მედიაარხები იყვნენ. კომპანია ქართულ ბაზარზე 2003 წლიდან ფუნქციონირებს და პოზიციონირებს, როგორც ქსელური სააგენტო, რომელსაც არა მარტო ლოკალურ, არამედ საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილებაც აქვს. მისი გუნდი პროფესიონალთა გუნდითაა დაკომპლექტებული, მრავალფეროვანი გამოცდილებით, რომელიც წლებისა და ტენდენციების ცვლასთან ერთად იზრდებოდა და იცვლებოდა. ამჟამად გუნდი 21 წევრისგან შედგება, რომლებიც სრულ მედია საკომუნიკაციო მომსახურებას უწევენ კომპანიებს როგორც ტრადიციულ (ტვ, რადიო, პრესა, გარე რეკლამა), ისე ციფრულ და სოციალურ მედიაარხებში, ასევე PR სტრატეგიის შემუშავებასა და ინფლუენსერმარკეტინგს.

კომპანიის იუბილესთან დაკავშირებით გავესაუბრეთ ნინო ბესტავაშვილს, UM Georgia-ს აღმასრულებელ მენეჯერს. მან გაგვიზიარა როგორც სააგენტოს ისტორია, ისე სამომავლო გეგმები.

M: ნინო, უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ UM Georgia-ს ისტორიაზე საუბრით: როდის და როგორ დაფუძნდა კომპანია და რა იყო მისი პირველი სერვისები?

 მედია და სარეკლამო სააგენტო Universal McCann Georgia იგივე UM Georgia საქართველოში 2003 წლიდან ფუნქციონირებს. ასევე მინდა ავღნიშნო ჩვენი კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლამდე, 4 წლით ადრე, მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო „ქედი/მაკენის“ სახელწოდებით  მოქმედებდა. იმ პერიოდში შექმნილი მყარი კლიენტების ბაზისა და საქართველოში დამოუკიდებელი სარეკლამო ბიზნესის ფუძემდებლის, გია ალიხანაშვილის გამოცდილების საფუძველზე, ქსელური მედია სააგენტოს გახსნით კიდევ უფრო გავაძლიერეთ ჩვენი პოზიციები ბაზარზე.

ზოგადად, ქსელური მედია სააგენტოს ჩვენს ბაზარზე შემოსვლის მთავარი მიზეზი საქართველოში გლობალური ბრენდების მარკეტინგული კუთხით გააქტიურება იყო და სჭირდებოდათ საერთაშორისო გამოცდილების მქონე სააგენტო, რომელიც ხარისხიან სერვისს გაუწევდა ბრენდებს, რაც გლობალური UM-ს მხარდაჭერით და მათი გამოცდილების გუნდში გაზიარებით შევძელით. იმ პერიოდში, ბაზარზე არსებული მედია გარემოებიდან და მომხმარებელთა მედია ქცევიდან გამომდინარე, სააგენტოს ძირითადი სერვისები იყო ტრადიციულ მედია საშუალებებში კამპანიების განხორციელება, რაც გულისხმობს ტვ, რადიო, გარე რეკლამისა და პრესაში კამპანიების დაგეგმვას.

M: რა გამოცდილება ჰქონდათ გუნდის წევრებს დასაწყისში, როცა კომპანია დაფუძნდა და წლების მანძილზე როგორ გაიზარდა ეს გამოცდილება?

კომპანიის დაარსებიდან დღემდე გუნდმა დიდი გამოცდილება დააგროვა პროფესიული კუთხით სხვადასხვა სექტორის გლობალურ თუ ლოკალურ ბრენდებთან მუშაობით, რაშიც ჩვენი ქსელიც გვეხმარებოდა სხვადასხვა გლობალური ქეისების, ახალი ტრენდებისა და გამოცდილებების პერიოდული გაზიარებით.

ჩვენი ღირებულებები მარტივია:

  • შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი სტანდარტების დაცვა
  • მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიისადმი ერთგულება
  • ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა
  • პასუხისმგებლობა საზოგადოებისა და მომავალი თაობების წინაშე.

ჩვენი კომპანიის პოლიტიკაა გუნდის მუდმივი განვითარების ხელშეწყობა, რაც გამოიხატება სხვადასხვა პროფესიული ტრენინგისა და სარეკლამო სფეროში არსებული სიახლეების დანერგვაში. ასევე, ხშირად გვაქვს სტაჟირების პროგრამები დამწყები მარკეტერებისთვის და სტუდენტებისთვის, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით, რითაც საშუალებას ვაძლევთ მოტივირებულ ახალგაზრდებს, ჩვენთან შეიძინონ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება სოციალური და ციფრული მედიის, ედვერთაიზინგის, ტრადიციული მედიის მიმართულებით და გახდნენ პროფესიონალი მენეჯერები ამ სფეროში. ჩვენს კომპანიაში მიღებული გამოცდილებისა და მოპოვებული ცოდნის საფუძველზე, ჩვენი თანამშრომლები წარმატებით აგრძელებენ კარიერულ განვითარებას როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში, რითაც ძალიან ამაყები ვართ.

M: დღეს რა ძირითად მომსახურებს უწევს UM Georgia კლიენტებს?

სააგენტო სრულ მედია და კრეატიულ მომსახურებას უწევს თავის პარტნიორ კომპანიებს, რაც მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორიცაა სტრატეგიული მედიადაგეგმარება და განთავსება, ციფრული და სოციალური მედიაგანთავსება, ედვერთაიზინგი, კონტენტმარკეტინგი, დიზაინი და ქოფირაითინგი, PR სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება და ინფლუენსერმარკეტინგი.

M: რა არის ის მთავარი ნიშა, რის გამოც კომპანიები თქვენთან თანამშრომლობენ?

ჩვენი გუნდი მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და მუდამ მზად ვართ, ჩვენს პარტნიორებს მათი ბიზნესისთვის წარმატებული შედეგების მომტანი გადაწყვეტილებები შევთავაზოთ. ჩვენი მთავარი მიზანია დამკვეთების კმაყოფილების მაქსიმალურად გაზრდა და მათი გაყიდვების სტიმულირება. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ მიერ შემუშავებული მედია სტრატეგია უნდა იყოს მიმართული კონკრეტული მიზნობრივი აუდიტორიის ზუსტად მოსაცავად.

ასევე, მინდა ავღნიშნო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რის გამოც კომპანიების უმრავლესობასთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს, ესაა Full service მომსახურების გაწევა პარტინიორი კომპანიებისთვის, რადგან McCann-ს ჯგუფი, მედიასააგენტო UM Georgia-სთან ერთად, ჯამში 5 სააგენტოს მოიცავს, რომელიც სარეკლამო პლატფორმა Advertising.ge-ს ქვეშაა გაერთიანებული, ესენია:

  • UM Georgia- მედია
  • McCann Tbilisi-კრეატივი/მარტკეტინგი
  • STV Digital/McCann – ციფრული მედია
  • Kedi/Momentum- ღონისძიებების ორგანიზება/წარმოება
  • Adss Print- სარეკლამო წარმოება/ბეჭდვა

ჩვენი კომპანიის მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა, რომ ვემსახურებით მრავალფეროვან კლიენტებს როგორც რეგიონული მედიაჰაბი, რაც გულისხმობს მათთვის სრული მარკეტინგული და საკომუნიკაციო სერვისების მიწოდებას 5 ქვეყანაში. ეს საშუალებას გვაძლევს, დამკვეთებს შევთავაზოთ ინტეგრირებული მომსახურება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მათთვის კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს.

M: UM Georgia ქსელური სარეკლამო კომპანიაა. რომელ სფეროებს ფარავს ის და როგორ გაფართოვდა ქსელურ სისტემამდე?

გლობალური სააგენტო UM 1999 წელს დაარსდა ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო სარეკლამო ქსელის McCann World Group-ის ბაზაზე და მისი ძირითადი საქმიანობის სფერო მედიამიმართულება იყო. დროთა განმავლობაში UM-მა დამოუკიდებლად განაგრძო საქმიანობა და 2008 წლიდან გლობალური სარეკლამო ქსელის, IPG Mediabrand-ს ნაწილი გახდა, რომელიც, თავის მხრივ, ამერიკულ სარეკლამო და მარკეტინგულ კომპანია Interpablic Group of Companies (IPG) შემადგენლობაში შედის.  დღესდღეობით UM-ს მსოფლიოს 100-ამდე ქვეყანაში აქვს 120-ზე მეტი ოფისი და 3000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ქმნიან ინოვაციებს გლობალური კლიენტებისთვის, მათ შორის Accenture, American Express, CVS, General Mills, GoPro, Henkel, Johnson & Johnson, Levi Strauss & Co, Mattel და Upfield. UM-ის სათავო ოფისი ნიუ- იორკში მდებარეობს.

M: რომელი პროექტებია სააგენტოსთვის გამორჩეული?

21 წლის მანძილზე მრავალი სხვადასხვა მასშტაბის სარეკლამო კამპანია გვაქვს დაგეგმილი და განხორციელებული. ბოლო წლების ნამუშევრებიდან  გამოვარჩევდი, კოკა-კოლას 2021 წლის საახალწლო კამპანია Real Magic-სთვის IMC კამპანიის შემუშავებასა და განხორციელებას; წყალი მთისთვის Launch კამპანიის დაგეგმვა; ფარმაცევტული კომპანია Servier-ის ბრენდის, დეტრალექსისთვის მედიაკამპანიის დაგეგმვა და განხოციელება და ა.შ.

M: როგორია UM Georgia-ს სამომავლო გეგმები?

რაც შეეხება კომპანიის სამომავლო მიზნებს, ვგეგმავთ გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას, განსაკუთრებით ციფრული მედიის მიმართულებით, როგორც სერვისების, ისე ახალი ციფრული ტექნოლოგიების ათვისებით, AI Marketing-ის დანერგვას.

კომპანიის ისტორიის მანძილზე და მომავალშიც, ჩვენი მიზანია, არსებულ და პოტენციურ კლიენტებს შევთავაზოთ კონკურენტული ფასები, ფინანსური გამჭვირვალობა თანამშრომლობის ყველა ეტაპზე და ინოვაციური მედიადაგეგმარება ბრენდებისთვის საუკეთესო ბიზნესშედეგების მისაღწევად.

[R]

ჯორჯ ანდერვუდი — დიზაინერი, რომელმაც დევიდ ბოუის ალბომების ყდებზე იმუშავა

Nintendo მუზეუმს ხსნის