Zalando ამჯერად 2025 წლის კოლექციისთვის გაერთიანდა Wieden+Kennedy Amsterdam-თან და ყურადღება Boards-ის ფუნქციაზეც გაამახვილა — მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ და აარჩიონ თავიანთი საყვარელი ნივთები თუ სტილი. ამ მიზნით რამდენიმე მოკლე ვიდეოს გვთავაზობენ, რომლებიც პორტუგალიის ფერმერების ბაზარშია გადაღებული და ბრენდის საკულტო სლოგანსაც მიჰყვება: What do I wear?
აღნიშნული თემატიკით მომხმარებლებს შეახსენებენ, რომ შთაგონება ყველგან შეიძლება იპოვონ, ფერებში, ტექსტურებსა თუ ჩვენ ირგვლივ მყოფ ადამიანებში. სწორედ ამიტომ ერთ ვიდეოში ვხედავთ, როგორ დადის ბაზარში უმა თურმანი, გზად აწყდება სხვადასხვა ჩაცმულობის ადამიანებს და ეს აპლიკაციაში მათი ძიებისკენ უბიძგებს:
ზუსტად ამ პრინციპით ვითარდება სიუჟეტი კამპანიის შემდგომ ვიდეოებშიც, რომელშიც PinkPantheress-საც ნახავთ:
ასე კი გვარწმუნებენ, რომ შთაგონება მართლაც ყველგან შეიძლება, ვიპოვოთ…












