in

„როგორ წამოვიწყოთ უმიზეზო კამათი შვილებთან?“ — იუმორისტული კამპანია

BOG
BOG

ზოგჯერ მშობლებსა და შვილებს შორის ისე მიეწყობა ხოლმე საკამათო საკითხები, რომ სახლი ნამდვილ „ბრძოლის ველს“ ემსგავსება. დაწყებული სკოლაში მიღებული ნიშნებით, დასრულებული კონკრეტული ქმედებებით, თემები ნამდვილად არ ილევა — უბრალოდ, არის მომენტები, როცა ყველაფერი უსაფუძვლოდ, სრულიად აბსურდულად იწყება. აი, საჩხუბარი მიზეზი რომ არ გაქვს, მაგრამ შარზე ხარ და ხელში ვინც მოგხვდება, მასზე იყრი ჯავრს.

ასეა სარეკლამო სააგენტო Rosa Paris-ის ვიდეორგოლებშიც, რომლებიც მშობლებს სწორედ ამ კუთხით გვაჩვენებს — როგორც თავად ამბობენ, ძირითადი აქცენტი უშუალოდ ფრანგებისკენაა მიმართული. აქ ვხედავთ, სახლში დარჩენილ ბავშვებს როგორ უმიზეზოდ უშარდებიან მშობლები. თითქოს, ნიშნების გარდა, სხვა საბაბს ეძებენ საკამათოდ.

„ამ ვიდეორგოლებში იუმორისტულ ჭრილში ვუყურებთ ნიშნების თემას, რომელიც მშობლებსა და შვილებს შორის არსებული დაძაბულობის უნივერსალურ მიზეზს წარმოადგენს. თუმცა კამათი მაშინაც გრძელდება, როცა ბავშვებს კარგი ნიშნები აქვთ“, — ამბობს ჟან-პატრიკ ჩიკიარი, Rosa Paris-ის თანადამფუძნებელი.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამოცემული წიგნის – „ბიზნესისტორიები საქართველოდან“ პრეზენტაცია გაიმართა

მეცნიერებმა 20 მილიონი წლის წინ გაუჩინარებული მეგაფილა აღმოაჩინეს