in

[Covid-19] გაერო მსოფლიო კრეატიულ ინდუსტრიას დახმარებას სთხოვს!

გაერო, კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციის გასავრცელებლად, დახმარებას მთელი მსოფლიოს კრეატიულ ინდუსტრიას სთხოვს და ამ მიზნით, ღია ბრიფს ასაჯაროვებს. ორგანიზაცია ითხოვს, ჯანმრთელობის დასაცავად აუცილებელი ინფორმაციის სხვადასხვა ენებზე თარგმნას, განსხვავებული კულტურის ადამიანებამდე მათ მიტანას, რათა ინფორმაცია ჰქონდეს ყველას და ყველგან.

“ხმა უნდა მივაწვდინოთ ყველას ის, სადაც ისინი არიან, შევქმნათ ინოვაციური კონტენტი, რომელიც პირად ქცევასა და საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე მოახდენს გავლენას. ჩვენ უზრუნველგყოფთ ყველა ინფორმაციით, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ვფლობთ” – ნათქვამია განცხადებაში.

ეს დავალება გაეროს პირველი ღია ბრიფია და ყველა კრეატორისთვისაა განკუთვნილი, რათა ჯანმრთელობის დასაცავად ინფორმაცია ყველა აუცილებელი გზავნილი გავრცელდეს საზოგადოებაში.

დოკუმენტის თანახმად, ეს არაა ერთი კამპანია – გაერო თვლის, რომ სხვადასხვა კულტურის, ასაკობრივი ჯგუფის თუ რეგიონის აუდიტორიის მოცვისთვის აუცილებელია მრავალმხრივი კრეატიული გადაწყვეტა.

ამ პრობლემასთან გასამკლავებლად, გაერო იხმობს ყველას – კრეატორებს, ინფლუენსერებს, ტალანტებს, მედია პლატფორმებს – მათ, ვისაც აქვთ უნარი და წვდომა, ესაუბრონ კონკრეტული სეგმენტის აუდიტორიას.

გაერო გეგმავს, იმუშაოს სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით: სოციალური, ციფრული, სტრიმინგი, მაუწყებლობა, პრინტი, რადიო…

ორგანიზაციამ დაასახელა ექვსი მიმართულება, რა კუთხითაც საჭიროებს ეფექტურ გადაწყვეტას: პირადი ჰიგიენა, სოციალური დისტანცირება, სიმპტომების ცნობა, მითების მსხვრევა, ჩართულობის ზრდა და დონაცია.

ყოველ ბრიფს აქვს თავისი მიმართულება, შთაგონების წყარო და საუბრის ტონი, რომელიც გაეროს აზრით, კრეატორებმა უნდა გაითვალისწინონ.

მისაღებია შემდეგი ფორმატები: ვიდეო, გრაფიკი, აუდიო, აქტივობები, ონლაინ პლატფორმები…

Apple ვიდეო და აუდიო რედაქტირების პროგრამებს, 90 დღით, უფასოს ხდის

1 წლის ლაბრადორი სამედიცინო პერსონალს სტრესის დაძლევაში ეხმარება