11
ოქტ
2017

როგორ რეაგირებს საზოგადოება, როდესაც ბულინგის ფაქტს ხედავს? – სოციალური ექსპერიმენტი

11 ოქტ 2017

სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში, ტექნოლოგიურმა განვითარებამ და ინტერნეტ სივრცემ საზოგადოებაში ისედაც არსებული აგრესია და დისკრიმინაცია კიდევ უფრო გაამწვავა. პრობლემას, რომელსაც დღეს ბულინგს ვეძახით, არაერთი კომპანია თუ ორგანიზაცია ებრძვის. უფრო მეტიც, ოქტომბერი ამერიკაში დაწესებულია როგორც National Bullying Prevention Month. სულ ცოტა ხნის წინ კი სააგენტო BBDO-მ ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მან ინტერნეტ სივრციდან ამოღებული აგრესიული ქმედებები რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანა და მასში მონაწილეობის საშუალება ჩვეულებრივ ადამიანებს მისცა. ექსპერიმენტის შედეგები შედარებით დამამშვიდებელია, რადგან ბევრი მოიძებნა ისეთი, რომელმაც ქუჩაში სხვების მიმართ განხორციელებული უსამართლო ქმედებები, საკუთარი ძალებით გააპროტესტა. მსგავსი საქციელები, საბედნიეროდ, ტოვებს იმის იმედს, რომ ამ პრობლემას საზოგადოება მაინც მოერევა და აღარ დარჩება ადგილი დაპირისპირებისთვისა და ბულინგისთვის, ყოველ შემთხვევაში, არა ისეთი მაჩვენებლით, როგორიც ახლაა.

BOG PLUS

 

განხილვა