in

რა უნარები სჭირდებათ თქვენს თანამშრომლებს ხელოვნური ინტელექტთან ეფექტურად მუშაობისთვის?

ამ დროისათვის, კორპორაციული სამყარო გენერაციული ხელოვნური ინტელექტითაა მოცული. ლიდერებს ხშირად ესმით, თუ როგორ გარდაქმნის ტექნოლოგიური პოტენციალი სამუშაოს. ეს მათ პრობლემების სრულიად ახალ ნაკადს უქმნის: ესმით, რომ სამომავლოდ, ადამიანები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იმუშავებენ და განიცდიან უზარმაზარ ზეწოლას, რომ „რაღაც გააკეთონ“ AI გადაწყვეტილებების გასაუმჯობესებლად. მაგრამ როგორ აერთიანებენ ხელოვნურ ინტელექტსა და სამუშაო ძალას ბიზნესში კარგი შედეგების მისაღწევად?

მას შემდეგ, რაც 2022 წლის ნოემბერში გამოჩნდა გენერაციული AI ინსტრუმენტები, როგორიცაა ChatGPT და სხვა აპლიკაციები, ნადა სანდერსმა და ჯონ ვუდმა ათობით სიღრმისეული ინტერვიუ ჩაატარეს აღმასრულებელ დირექტორებთან. მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ შეცვალა გენერაციულმა AI-მ წამყვანი კომპანიების პრაქტიკა.

ბოლოდროინდელი ინტერვიუები ავლენს მნიშვნელოვან ცვლილებას. მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელმა ინტერვიუებმა ადამიანზე ორიენტირებული კულტურის მნიშვნელობა აჩვენა აჩვენა, ბოლო ინტერვიუებმა უფრო მეტად მიუთითა ინდივიდუალური ადამიანური კომპეტენციების განვითარების მნიშვნელობაზე. ამჟამინდელი მთავარი საკითხი ეხება AI შესაძლებლობებს, ციფრულ უნარებსა და ორგანიზაციული ცვლილებების მენეჯმენტის საჭიროებას. კვლევა კი ცხადყოფს კონკრეტული ადამიანის შესაძლებლობების მნიშვნელობას ხელოვნური ინტელექტის წარმატებით გამოყენებისთვის.

უნარები, რომლებიც სჭირდებათ კომპანიებს

მკვლევრები დააკვირდნენ ადამიანური უნარების ორ კატეგორიას, რომლებსაც ლიდერები კრიტიკულად მიიჩნევენ და რომლებსაც ორგანიზაციები რეალურად ასწავლიან თავიანთ თანამშრომლებს. პირველი არის ეფექტური ინტერპერსონალური უნარები, როგორიცაა ძირითადი კონფლიქტების გადაჭრა, კომუნიკაცია, ემოციებისგან გათიშვის უნარი და სხვა. მეორე არის ცოდნის შენარჩუნება გამოცდილ თანამშრომლებში და მისი განვითარება გამოუცდელ ადამიანურ რესურსში.

გამოცდილი თანამშრომლების ერთ-ერთი უდიდესი ღირებულებაა საკუთარი გარემოს ღრმა ცოდნა. ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი ახორციელებს უფრო მეტ დავალებას, არსებობს უნარების ატროფიისა და ამ ტიპის ცოდნის დაკარგვის მნიშვნელოვანი საფრთხე. ჯონ სიკარდმა, მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტ კომპანიის Kinaxis-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დომენის ცოდნა აუცილებელია, რათა ბიზნესს ტურბულენტურ დროში ნავიგაცია გაუადვილდეს. მაგალითად, როდესაც თვითმფრინავი განიცდის რაიმე უჩვეულოს, ავტოპილოტი მაშინვე ირთვება და პილოტები იღებენ კონტროლს – მსგავს დროს პილოტებმა უნდა იცოდნენ, რა გააკეთონ. ამ უნარების განვითარება და შენარჩუნება აუცილებელია.

გარდა ამისა, გენერაციული ხელოვნური ინტელექტი უფრო სასარგებლოა, როგორც თანაპილოტი უფროსი თანამშრომლებისთვის. თუმცა, გამოუცდელი თანამშრომლები შეიძლება არ იყვნენ საკმარისად მცოდნეები და სჭირდებათ გზა ამ ცოდნის გასავითარებლად.

მეტი ვიდრე უბრალოდ ადამიანებისა და ხელოვნური ინტელექტის გაერთიანება

კომპანიის ბიზნესმოდელი მიზანმიმართულად უნდა იყოს შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების ირგვლივ და არა მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენების არსებული პროცესებისთვის. ორგანიზაციები, რომლებიც იძენენ ხელოვნურ ინტელექტს ახალი ბიზნესმოდელის შემუშავების გარეშე, ჰგვანან კომპანიას, რომელიც (ციფრული) ცხენითა და ეტლით სარგებლობენ – მაშინ, როცა კონკურენციამ შექმნა ციფრული მანქანა. ამის კარგი მაგალითია კომპანია Shein, რომელიც გახდა სწრაფი მოდის ინდუსტრიის ლიდერი ისეთი ბიზნესმოდელის გამოყენებით, რომელიც ორიენტირებულია მონაცემთა ბაზაზე ორიენტირებული მიდგომის მქონე უწყვეტი ელექტრონული კომერციის პლატფორმაზე.

ხელოვნური ინტელექტი განვითარებადი ტექნოლოგიაა და ეს მოითხოვს, რომ ბიზნესმა დააჩქაროს სისტემა, რათა სწავლის შესაძლებლობა შექმნას. განვითარებადი ტექნოლოგიით, ახლის სწავლამ შეიძლება გამოიწვიოს პროდუქტიულობის დროებითი ვარდნაც კი, მაგრამ ეს დანაკარგი, საბოლოო ჯამში, ანაზღაურებაზე მეტი იქნება.

კონკურენტული უპირატესობის მიღწევა შეუძლებელია ადამიანების გარეშე. ადამიანური რესურსის ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლების იდეა დიდი შეცდომაა.

რატომ?

პირველ რიგში, AI არის კოპირება. კოპირებადი კი არ არის უნიკალური ბიზნესმოდელი, პროცესები და ადამიანების გააზრებული ინტეგრაცია.

მეორეც, ხელოვნური ინტელექტი ეფუძნება ისტორიულ მონაცემებს, რომლებიც შეიძლება არ იყოს ჭეშმარიტი არასტაბილურ გლობალურ ბიზნეს გარემოში.

ხელოვნური ინტელექტი ეყრდნობა საფუძველს, რომელიც ზოგჯერ არაზუსტია. AI-სთვის სადავეების გადაცემა დიდ რისკებს ქმნის არაზუსტი გადაწყვეტილების მიღებისა და იურიდიული პასუხისმგებლობის თვალსაზრისითაც.

AI ინსტრუმენტია. მთავარი ნაწილი ადამიანებია, მხოლოდ გაუმჯობესებული წიგნიერებით, კარგად გააზრებული ბიზნესმოდელითა და შესანიშნავი პროცესებით, რომლებიც აერთიანებს ადამიანებს AI თანაპილოტებთან.

წყარო: HBR



NASA-მ 1975 წელს შექმნილი ლოგოსთვის დიზაინერი დააჯილდოვა!

„ფერმერობაში მომწონს ის, რომ პროცესი ძალიან მგრძნობიარეა“ – როგორ მოჰყავს ილია მიშენკოს საუკეთესო ვაშლი