in

UNAwheel ნებისმიერ ეტლს ელექტრო სატრანსპორტო საშუალებად გარდაქმნის!

ის ART UP Studio-მ აღნიშნული ეტლი სპეციალურად SupremeMotors-ისთვის შექმნა

ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის ახალი ელექტრო სკუტერი UNAwheel შეიქმნა, რაც მგზავრს საშუალებას აძლევს, სარბოლო მცირელიტრაჟიანი ავტომობილის (კარტი) მსგავსად გადაადგილდეს. დიზაინერების თქმით, ასეთი ვიზუალის მქონე ეტლის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კომფორტულ მობილობაში დაეხმაროს. თანაც, ეტლს რეგულირებადი საჭე და ბატარეა აქვს.

რეალურად, მისი სტრუქტურა საკმაოდ მარტივია – UNAwheel ნებისმიერ ეტლს უკავშირდება. საჭესთან არსებული ღილაკები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აირჩიონ, წინ სურთ წასვლა თუ უკან. ასევე, სიგნალის საშუალებით, ხალხის გაფრთხილებაა შესაძლებელი.

ART UP Studio-მ აღნიშნული ეტლი სპეციალურად SupremeMotors-ისთვის შექმნა.

ნახეთ: ნამუშევრები, რომლებიც ათასობით “დაკარგული სულის” ფიგურისგან შედგება

მესის პირველი პარიზული ინტერვიუ Twich-ზე შედგა და ნახვების რეკორდი დაამყარა