in

დიდი “ანბოქსინგი”, Forza Horizon 4-ის სათამაშოდ – Xbox-ის კამპანია

BOG
BOG

ბოლო წლებში, მარკეტერები კამპანიებში განფუთვის (ე.წ. ანბოქსინგი) შთაბეჭდილებას ხშირად იყენებენ. ამჯერად, კამპანიის გმირი ახალგაზრდა ვლოგერი ევანი გახდა. ვიდეობლოგერი EvanTubeHD 6 მლნ გამომწერს უზიარებს LEGO-ს იშვიათი ნაკრების შეფუთვის გახსნის გამოცდილებას. ევანი ვიდეოებს ხუთი წლიდან ქმნის და YouTube არხის საშუალებით ავრცელებს. ანბოქსინგი მის ერთგვარ ნიშად იქცა. ეს რეკლამა მისი ერთ-ერთი მორიგი ვიდეო უნდა ყოფილიყო, სადაც მაყურებლებს Lego McLaren-ის შთაბეჭდილებებზე უამბობდა. თუმცა, ეზოში გამოსულ YouTube-ერს სიუპრიზად რეალური ზომის Lego McLaren Senna დახვდა. დიახ, ეს იყო ლეგოს 400 000 დეტალისგან აწყობილი ავტომობილი, რომელსაც 42 ადამიანი 2700 საათის განმავლობაში აწყობდა. მას აქვს ფუნქციური ფარები, ციმციმა და უკანა ხედვის კამერა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ავტომობილში მჯდომმა ვლოგერმა მის წინ განთავსებულ უზარმაზარ ეკრანზე შეძლო Xbox-ის Forza Horizon 4-ის თამაში.

Havaianas-ის ჭრელ-ჭრელი fლოპები უკვე საქართველოშია

თვითმფრინავი, რომელიც 20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს, თუ მგზავრები მის ფრთებში განთავსდებიან