in

ცეცხლგამძლე წიგნი — კრეატიულმა სააგენტომ „ანტიცენზურის“ სიმბოლო შექმნა

საუკუნეების განმავლობაში არაერთი წიგნი გამხდარა ხანძრის მსხვერპლი, რასაც ყოველ ჯერზე სხვადასხვა მიზეზი ედო საფუძვლად — მაგალითად, ძლიერი ინსტიტუციების შეხედულება, რომ კონკრეტულ ნაწარმოებებში „აკრძალული“ შეტყობინებები იმალებოდა. ასეთ დროს კი სწორედ ცეცხლი ხდებოდა იდეების თავისუფლად გავრცელების აღმკვეთი საშუალება. ყველაფერს წამები სჭირდებოდა და ამბავიც ქრებოდა. სამწუხაროდ, ეს პრობლემა მთელ მსოფლიოს ეხება, მიუხედავად თანამედროვე მიმღებლობისა… თანაც ზოგჯერ ამას ცალკეული ჯგუფები აკეთებენ, რაც ასევე საზიანოა ლიტერატურული სფეროსთვის.

სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, უმსხვილესმა წიგნის გამომცემლობამ, Penguin Random House-მა, ინოვაციური მეთოდი შეიმუშავა. კერძოდ, კანადურ სააგენტო Rethink-თან თანამშრომლობით, მარგარეტ ეტვუდის ბესტსელერის ცეცხლგამძლე ასლი შექმნა — საუბარია „მხევლის წიგნზე“.

იდეა 2022 წელს გაჩნდა, როდესაც სააგენტოს კრეატივ დირექტორებმა ტეხასში წიგნების აკრძალვის მცდელობების შესახებ გაიგეს. „რომელი წელია? რა ხდება? სიგიჟეა. და რა მოხდება, თუ ისეთ წიგნს შევქმნით, რომლის დაწვაც შეუძლებელი იქნება? ეს ანტიცენზურის სიმბოლო იქნება“, — იხსენებს რობი პირსი, კრეატივ დირექტორი.

სწორედ ამ შთაგონებით მივიდნენ Penguin Books-ში და აქედან დაიწყო ცეცხლგამძლე ასლზე მუშაობა. თავდაპირველად ნაწარმოებების სია შეადგინეს, რომელთა შორისაც „მხევლის წიგნიც“ მოხვდა. სამომავლოდ კი, სავარაუდოდ, სხვა მსგავსი ტექნოლოგიით შემუშავებულ გამოშვებებსაც ვიხილავთ. ალბათ, დანარჩენი გამომცემლობებიც დაიწყებენ ამგვარ მიდგომაზე ფიქრს.

Space Perspective ორბიტაზე მყოფ ტურისტებს „კოსმოსურ სპას“ სთავაზობს

Age of Empires II-ს საქართველოს სამეფოც დაემატა!