ყველაფერთან ერთად, გორდონ რემზი თავისივე მშფოთვარე ხასიათითაა ცნობილი… ახლა კი, ვხედავთ, რომ შეფ-მზარეულმა, Uncommon-ის შემოქმედებითი სტუდიის დახმარებით, თავისივე სიმშვიდის რეცეპტს მიაგნო. ამგვარად, რეკლამაშიც სიმშვიდის ძიების მოგზაურობაა ასახული, დაწყებული აფირმაციებით, გაგრძელებული დეტოქსითა და დამთავრებული სიცილის თერაპიით, თუმცა, როგორც ჩანს, არაფერს ჰქონდა ეფექტი, ერთი რამის გარდა…
და თუ რა არის ეს, თავად რემზისგან მოისმენთ: „მე ბევრი რამით ვარ ცნობილი, მაგრამ სიმშვიდე ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად არ არის. ადამიანებმა რაც არ იციან, ის არის, რომ Hay Day-ის წყალობით, მოსავლის აღებითა და პირუტყვის გამოკვებით სიმშვიდე მოვიპოვე“.
დანარჩენი თავად ნახეთ: