in ,

ამ თამაშს ვერასდროს მოიგებთ, არადა პრიზი Hermès-ის ჩანთაა

პრემიუმ ბრენდების მომხმარებლები მიჩვეულნი არიან ვიტრინებს, რომლებსაც ვერ შეეხებიან, PAIN-ით კი ეს იმედგაცრუება სულ სხვა დონეზე აჰყავთ და ავთენტურ Hermès Birkin-ს სათამაშო ყუთში ათავსებენ. ხურდას რომ ჩააგდებ და შემდეგ კაუჭით სათამაშოების ამოღებას ცდილობთ, ისეთში, ოღონდ ეს სათამაშო ახლა საკმაოდ ძვირიანია. 

ინსტალაცია ნიუ-იორკის მოდის კვირეულისთვის Uncommon-ის შემოქმედებითმა სტუდიამ შექმნა. მოთამაშეებს ამ კაუჭის მოძრაობა კი შეუძლიათ, მაგრამ მექანიზმი პრიზს არასდროს მისცემს მათ… ასე შესანიშნავი მეტაფორა ხდება იმისა, თუ როგორ ისწრაფვიან პრესტიჟისკენ ქალაქში, რომელშიც ამბიციები და იმედგაცრუება მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. 

ამიტომ, არც სახელად ტკივილის არჩევაა შემთხვევითი, თითქოს იმ გამოფიტვაზეც მიგვანიშნებს, რომელიც სტატუსის აღმნიშვნელი სიმბოლოების მოპოვებისკენ სწრაფვით არის გამოწვეული კარიერაში, სოციალურ წრეებსა თუ თავად მოდაში… 

HONOR-ის Back to School აქციის ფარგლებში, სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები გელოდებათ!

როგორ ცვლის eSIM ტექნოლოგია მობილურ კომუნიკაციას ახალ iPhone Air-ში