ამ საკითხის განხილვა ერთი კვლევით უნდა დავიწყოთ — მარო სერვატკამ, ავსტრალიის მაკქუარის ბიზნეს სკოლიდან, და ოტაგოს უნივერსიტეტის კიდევ სამმა მკვლევარმა 3 276 ადამიანს კითხვარები გადაუგზავნეს. პირველ ჯგუფს ერთკვირიანი, ხოლო მეორეს ერთთვიანი დედლაინი დაუწესეს, მესამე ჯგუფი კი დროში შეზღუდული საერთოდ არ იყო. შედეგად, ბოლო ჯგუფის წევრებმა ყველაზე მეტი პასუხი გადმოაგზავნეს და უფრო სწრაფებიც იყვნენ. გამოდის, თუ გსურთ, რომ თქვენი საქმე მეორე დღისთვის არ გადადონ, დედლაინი არ უნდა დააწესოთ.
სერვატკას თქმით, დედლაინები მოტივაციას გვაძლევს, გავაკეთოთ ის, რასაც სხვა შემთხვევაში გადავდებდით, თუმცა ეს ურთიერთობა ყოველთვის მკაფიო არ არის. თეორიულად, გრძელი დედლაინი უფრო მეტ დროსაც გვაძლევს დავალების დასამთავრებლად, თუმცა ამ დროს ჩვენ უფრო ხშირად ვაყოვნებთ საქმეებს — ერთკვირიანი დედლაინის მქონე მონაწილეების 5.5% დაუბრუნდა კვლევას, ერთთვიანის 6.6% და დედლაინის არმქონე ადამიანთა 8.3%.
რატომ გვაძლევს ნაკლები წნეხი საუკეთესო შედეგებს?
დედლაინი დავალების მნიშვნელობასა და გადაუდებლობას უსვამს ხაზს, ამიტომ, გასაკვირი არც არის, როცა ადამიანები გრძელ დედლაინს დაყოვნების ნებართვად მიიჩნევენ. მცირე დედლაინები კი ამის საპირისპიროდ განიხილება. ეს ამგვარადაც ჟღერს: „დაასრულე, როგორც კი შეძლებ!“, რაც გადაუდებლობასა და წნეხსაც მოიცავს. კვლევისას ადამიანებს არ უთხრეს, რომ მათ პასუხების გადასაგზავნად შეუზღუდავი დრო ჰქონდათ. თარიღიც კი არ უხსენებიათ. თეორიულად კი, ეს ორი მსგავსი შინაარსის მქონე წინადადებებად შეიძლება გეჩვენებოდეთ, მაგრამ, პრაქტიკულად განსხვავებულ შედეგებს გვაძლევს…
ზოგიერთი ადამიანისთვის ეს ასე საერთოდ არ არის — თუ მათ კონკრეტულ დროს არ დაუწესებდნენ, ისინი საერთოდ არ იდარდებდნენ მკვლევრებისთვის საჭირო პასუხების დროულად მიწოდებაზე. კითხვარის გაგზავნისას კონკრეტული კვლევის დროს პასუხები მონაწილეებმა 52-ე და 145-ე დღესაც კი გადააგზავნეს. დიახ, ამ ადამიანებს საქმის მეორე დღისთვის გადადება ძალიან უყვართ. თუმცა ეს მცირე რაოდენობა იყო, უმეტესობამ კი პასუხი მაშინვე გადააგზავნა.
იმოქმედა თუ არა პიროვნულმა მახასიათებლებმა რეაგირების სიჩქარეზე ან ალბათობაზე?
იმის გამო, რომ კვლევისას შემთხვევითი შერჩევა გამოიყენეს, მონაწილეთა მხოლოდ ასაკი და სქესი იცოდნენ. ამას კი ნამდვილად არ ჰქონია გავლენა შედეგებზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უფრო მეტმა ქალმა უპასუხა კითხვარს და მონაწილეთა ასაკი 36-65 წლის კატეგორიაში ექცეოდა.
პიროვნულ მახასიათებლებზე უფრო ფართო ჭრილში ფიქრისას კი, დაყოვნება ეხება იმას, რაც ამჟამინდელი მიკერძოებების სახელით არის ცნობილი — სადაც აქ და ახლა მომავალზე მნიშვნელოვანია. ამის გამო, დავალების შესრულების ღირებულება, ანუ ის დრო, რომელიც მას დასჭირდება, უფრო ნაკლები ჩანს, როცა გზის ბოლოსაა. სწორედ ამიტომ, ამჯობინებს უფრო მეტი ადამიანი დაყოვნებას. თუმცა საინტერესოა, როგორ უმკლავდებიან ამ მიკერძოებებს ადამიანები. ზოგი პოტენციურ სირთულეს ამჩნევს და ამას დავალების დაუყოვნებლივ შესრულებითა და reminder-ის დაყენებით ებრძვის. ზოგიც ფიქრობს, რომ ეს თავადვე გაახსენდება. აქ კი, სავარაუდოდ, პირველი ჯგუფი დედლაინს გადაუდებელ ფაქტორად მიიჩნევს, ხოლო მეორე დაყოვნებას ამჯობინებს.
როგორ უნდა გამოიყენონ ადამიანებმა თქვენი კვლევის შედეგები?
თუ კონკრეტულ დროს არ დააწესებთ, ეს, შესაძლოა, სასარგებლო იყოს, როგორც პირად, ისე ორგანიზაციულ კონტექსტში. მაგალითად, როცა მეუღლეს სთხოვთ თქვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულოს ან როცა კოლეგას უკუკავშირისთვის მიმართავთ. ხოლო თუ მათ არ ეტყვით, კონკრეტულად, რა თარიღისთვის გჭირდებათ ეს, მეტად სავარაუდოა, რომ ისინი ამას დაუყოვნებლივ შეასრულებენ.
უნდა შევწყვიტოთ თუ არა დედლაინების დაწესება?
ეს ძალიან სარისკოა… თუ, მაგალითად, სტატიების წერისას ადამიანებს დედლაინს არ დაუწესებთ, მათ პრიორიტეტების განსაზღვრა გაუჭირდებათ… ამიტომ, ყველაფერი კონტექსტზეა დამოკიდებული.
წყარო: HBR