სპორტულ ბრენდ Under Armour-ის ერთ-ერთი მახასიათებელი თვისება, თავის შემოქმედებით პროცესსა და პროდუქციის შექმნაზე მუშაობაში მისი წარმომადგენელი წარმატებული სპორტსმენების ჩართვაა. ამჯერად კი, კომპანია კიდევ უფრო შორს წავიდა და კემ ნიუტონს იმის საშუალებაც კი მისცა, რომ ახალი სარეკლამო რგოლის არამხოლოდ სახე და პროდუქტის თანაავტორი ყოფილიყო, არამედ მას რეჟისორის სკამიც კი დაუდგა. სწორედ ასეა, კემმა რგოლზე თავადვე ირუნა და ფაქტია, კარგადაც გაართვა დავალებას თავი. ეს ყველაფერი სპორტსმენმა, Under Armour-თან ერთად, ახალი სპორტული ფეხსაცმელ C1N-ის რეკლამირებისთვის მოამზადა. სპორტსმენს კამპანიის სრულად მომზადებაში სააგენტო Iconic Saga დაეხმარა.