24
Jul
2017

Under Armour-მა სპორტსმენ ქალებზე პოეზიის საშუალებით გვიამბო

24 Jul 2017



ნატაშა ჰეისტინგსი, ჯესი გრაფი, ელისონ დესირი და Under Armour-ის ახალი კამპანიის სხვა წევრები ის განსაკუთრებული სპორტსმენები არიან, რომლებიც არა თავიანთი სქესიდან გამომდინარე ითვლებიან წარმატებულ ათლეტებად, არამედ საკუთარი შესაძლებლობების დამსახურებით. ბრენდის ახალი გუნდის თითქმის ყველა წევრი გასული წლის რიოს ოლიმპიადაზე იღებდა მონაწილეობას და მათმა უმეტესობამ საკმაოდ დიდ წარმატებასაც კი მიაღწია. თუმცა, რატომღაც ყოველი ახალი გამარჯვებისას მათ მამაკაც სპორტსმენებს ადარებენ ხოლმე. სწორედ ამ ჩვევის შეცვლას ემსახურება Under Armour-ის კამპანია, რომელიც სარეკლამოზე მეტად სოციალურია. მნიშვნელოვანი იდეის განხორციელებაში კომპანიას სააგენტო Droga5-ი დაეხმარა.

საქმე ისაა, რომ კამპანია, სახელწოდებით Unlike Any, არა ხმამაღალი შეძახილებითა თუ მოწოდებებით, არამედ პოეტური სიზუსტითა და მომხიბვლელობით არის ეფექტური. 5 საოცარი სპორტსმენი და 5 შთამბეჭდავი პოეტი მათი საინტერესო ნამუშევრებით, სწორედ ასე გამოიყურება ბრენდის ახალი კამპანია. რამდენიმე პატარა რგოლი არც ისტორიას და არც პირად გამოცდილებებს გადმოსცემს, მათ უბრალოდ  პოემების ნაწყვეტები აფორმებს. კამპანია ნამდვილად განსხვავებული და ორიგინალური გამოვიდა, ამასთან, როგორც Under Armour-ის წარმომადგენლები აცხადებენ, Unlike Any მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და უახლოეს მომავალში კიდევ გააკვირვებს საზოგადოებას თავისი შემოქმედებითი მნიშვნელოვანი რგოლებით.

 

განხილვა