in

ნახეთ: Underwater Photographer of the Year 2024-ის გამარჯვებული ფოტოები

წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსი უკვე დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა გამარჯვებულ ფოტოებზე მოგიყვებით. მათ შორის პირველი ის კადრია, რომელმაც მთელი მსოფლიოდან 6500-ზე მეტი ფოტო დაამარცხა — მთავარი პრიზი ალექს დოსენს ეკუთვნის, რომელმაც ვეშაპის ჩონჩხისა და მყვინთავის ფოტო გვაჩვენა. 

BOG
BOG

Whale Bones ძალიან რთულ პირობებშია გადაღებული, როცა მყვინთავს სუნთქვა აქვს შეკავებული და გრენლანდიის ყინულის საფარის ქვეშ ჩადის, რათა თავადვე ნახოს მკვდარი ცხოველის ნარჩენები. მყვინთავის კოსტიუმი უცხოპლანეტელის სტუმრობის შეგრძნებას იძლევა, კომპოზიცია მარტივად მიდის და თქვენი თვალიც ამბავს ქრონოლოგიურად მიჰყვება, — აცხადებს ალექს მუსტარდი, ჟიურის წევრი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსს 13 კატეგორია ჰქონდა, რაც მოიცავს Macro-ს, Wide-Angle-ს, Behaviour-სა და Wreck-ს, ამასთან 4 ფოტოს ბრიტანეთის წყლებში. British Underwater Photographer of the Year 2024-ად კი ჯენი სტოქი დასახელდა ფოტოთი Star Attraction — როცა სიღრმეში ჩავედი, მალევე მივუახლოვდი სივრცეს, სადაც აღმოვაჩინე ათასობით ვარსკვლავის ცოცხალი ხალიჩა მკვეთრი ფერებით. ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ იასამნისფერი ზღვის ზღარბის აღბეჭდვით, რომლის გვერდით არსებულმა დომინანტურმა ვარსკვლავმა დაბალანსებული წყვილი შექმნა….

ამ ჯილდოს ყოფილმა მფლობელმა რადაელ ფერნანდეს კაბალიერომ კი წელს Behaviour & Portrait მოიგო ვეშაპის თვალის ახლო კადრით:

ხოლო ეს ფოტო აჩვენებს თავდასხმის მომენტს, როცა ვეშაპი ასობით კილოგრამი სარდინის ერთ ლუკმაში ჩაყლაპვას აპირებს.

Up & Coming Underwater Photographer of the Year 2024-ის ჯილდო კი ლისა სტენგელმა დაიმსახურა, აქაც აქტუალური სარდინებზე ნადირობაა — თუ ყურადღებით მოუსმენ, ოკეანეში უამრავი ხმაა, განსაკუთრებით სატყუარების გარშემო. მაჰი მაჰის ხმა გავიგე და მას ჩემი კამერით მივყევი, სწორედ ამან მომცა შანსი, ეს განსაკუთრებული მომენტი გადამეღო.

Save Our Seas Foundation Marine Conservation Photographer of the Year 2024-ის ტიტული უკვე პორტუგალიელმა ფოტოგრაფმა ნუნო სამ მოიპოვა ფოტოთი, რომელშიც ადგილობრივები ვეშაპის გადარჩენას ცდილობენ:

წყალქვეშა ფოტოგრაფიის კონკურსის გამარჯვებულებს შორის მოხვდა ტალია გრეის ცხენთევზას პორტრეტიც, რომელმაც Macro-ს კატეგორია მოიგო. 

რაც შეეხება Wrecks-ის კატეგორიას, აქ გამარჯვებული ფოტოს ავტორი მარტინ ბროენია, რომელმაც წყალქვეშა მუზეუმში ორი ტანკი გადაიღო.

შავ-თეთრი კატეგორიის ჯილდო ჟასმინ სკაიმ ორი სინქრონიზებულად მცურავი ქალის ასახვით მოიპოვა:

British Waters Wide-Angle კი ამერიკელ ფოტოგრაფ კეტ ჟოუს ეკუთვნის. როგორც ვიგებთ, ჟიურს განსაკუთრებით წყლის ბუშტები მოეწონა, რომლებიც ჩიტების ენერგიას გადმოსცემს…

აქვეა British Waters Living Together-ის გამარჯვებული კირსტუ ენდრიუსის ფოტოც:

ხოლო British Waters Compact-ის კატეგორიაში ჯონათან ბუნკერმა გაიმარჯვა:

დაბოლოს, Compact-ის გამარჯვებული ენრიკო სომოგია:

Apple-ის ელექტრომანქანის პროექტი ჩავარდა!

ხელოვნური ინტელექტითა და 5G-ით აღჭურვილი ველოსიპედი — Orbic