in

რესტორანი ზღვის ფსკერზე – ბიზნესის ახალი საფეხური

„საღამოს ჩვენთან გასატარებლად, საცურაო კოსტიუმები არ გჭირდებათ“ , – ეს იმ რესტორნის დრეს კოდია, რომელიც ნორვეგიის სამხრეთით, კლდოვან სანაპიროზე, წყალქვეშ მდებარეობს, პირდაპირი გაგებით, წყალქვეშ.

BOG
BOG

34 მეტრიანი მართხკუთხა პრიზმა, რომელიც დიდ ქვას უფრო ჰგავს – წყლის ზედაპირზე შესასვლელია, რესტორნის დარბაზი კი წყალქვეშაა. მისი დიზაინი ნორვეგიულმა კომპანიამ Snøhetta შექმნა.

„თუ ამ შენობაში შეხვალთ, ზღვის ფსკერზე, ხმელეთსა და წყალს შორის აღმოჩნდებით. სამყაროს ახლებურად აღიქვამთ, წყალქვეშ და მის მიღმა მოვლენებს განსხვავებული პერსპექტივით დაინახავთ“, – ამბობს Snøhetta-ს დამფუძნებელი და არქიტექტორი შეტილ ტრადალი.

11 მეტრის სიღრმეზე სადილობისას, სტუმრებს შეუძლიათ, ფანჯრიდან, წყალქვეშა სამყაროს ყურებით დატკბნენ. ეს სიამოვნება იაფი ნამდვილად არ არის – მენიუს დანიელი შეფი, ნიკოლაი ელიტსგარდი ქმნის და ძირითადად, ადგილობრივი ზღვის პროდუქტებისგან შედგება. ერთი ადამიანისთვის აქ სადილობა $266 ღირს და ეს მხოლოდ კერძი. ღვინის ან წვენისთვის, სტუმრები დამატებით თანხას იხდიან.

მარტივი არც აქ მოხვედრაა. უახლოესი აეროპორტი Kjevik-ია, საიდანაც, რესტორნამდე, კიდევ 85 კილომეტრია. 


თვითმართვადი ავტობუსი – ხალხით სავსე ტრანსპორტი მძღოლის გარეშე

ძალაუფლება გრძელი გზით მოდის – BMW