კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, EU, UNDP Georgia და REC Caucasus ერთობლივ პრინტ კონკურსს აცხადებს. კონკურსი EU4Climate-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ხორციელდება. მონაწილეობა შეუძლია ყველა გრაფიკოს დიზაინერს, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს კლიმატის ცვლილების დაძლევის საქმეში
“კლიმატის ცვლილება, როგორც გლობალური გამოწვევა, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ცნობილია. თუმცა, ინფორმაცია, რასაც მოსახლეობა კლიმატის ცვლილების შესახებ იღებს, ხშირად ფრაგმენტული და ზედაპირულია. ამდენად, ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანია, თუმცაღა ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები საკითხი არის კლიმატ-მეგობრული ქცევები, რომლებსაც ხშირად თავს ვარიდებთ ხოლმე. ერთია, გვესმოდეს პრობლემების მნიშვნელობა, თუმცა აქ და ამჟამად თუ არ ვიმოქმედეთ კლიმატის ცვლილების კრიზისის დასაძლევად, გარემოსა და ადამიანებს, მათ შორის ჩვენს ჯანმრთელობას, მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება. ეს კონკურსიც ამ გლობალური პრობლემის დაძლევის მიმართულებით გადადგმული ერთ-ერთი პატარა ნაბიჯია“- აცხადებენ REC Caucasus-ში.
ცნობილია საპრიზო ფონდიც, რაც კონკურსის 3 გამარჯვებულს გადაეცემა:
1 ადგილი – 3,500 GEL
2 ადგილი – 2,500 GEL
3 ადგილი – 2,000 GEL
კონკურსის პირობების დეტალურად გაცნობა ამ ბმულზე შეგიძლიათ: https://bit.ly/3i0dhGP.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გამოგზავნოთ პრინტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] არაუგვიანეს 26 ივლისის 19:00 საათისა და მიუთითოთ “Print Competition” მეილის სათაურში.
ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა: 26 ივლისი 2021
ნამუშევრებზე განსათავსებლად, ლოგოების ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი მისამართიდან: https://bit.ly/3k8802E.
კითხვების შემთხვევაში მისწერეთ ან დაურეკეთ მიხეილ ქურდაძეს – E-mail : [email protected]; მობ: +995 577 05 85 48
[R]