in

სამხედრო სტანდარტის ეკიპირება სპორტსმენებისთვის Unequal–ისგან

ვიდეორგოლების სერია ComingForYou მოგვითხრობს, როგორ წინააღმდეგობებს ხვდებიან სპორტსმენები კარიერის მანძილზე. პირველი ვიდეორგოლი იმ ფეხბურთელზეა, რომელსაც ზედმეტსახელად “ყასაბი” შეარქვეს. წარმოიდგინეთ, რამხელა ფიზიკურ დატვირთვას უძლებს ის ყოველდღიურად.

 

მეორე ვიდეორგოლი ფეხბურთელ ჯესიკაზეა, რომელსაც ყოველთვის უწევს მტკიცება, რომ საუკეთესოა.

Unequal–ი ჩაფხუტებისა და სხვა სპორტული ეკიპირების მწარმოებელია. ამ კომპანიას დაპატენტებული აქვს სამხედრო სტანდარტების სპორტული ეკიპირება. სპორტი შეჯიბრია, ბრძოლა და ხშირად თავგანწირვაც. სპორტსმენები მოედანზე თავის ომს აწარმოებენ მოწინააღმდეგესთან. ტვინის შერყევა და სხვადასხვა ტრავმები ჩვეული პრობლემაა, რომლის შემსუბუქებასა და მოგვარებასაც Unequal–ი გვთავაზობს.

ვიდეორგოლებზე სააგენტო 3headed Monster–მა იმუშავა.

სამი ქართული ლეგენდა, რომელიც “ზეარისის” ინსპირაციად იქცა და სასმელი მხოლოდ ქალბატონებისთვის

“Refugee” – დოკუმენტური ვიდეორგოლი 5 შვილის დედაზე