in

ალგორითმებისა და ეთიკური საკითხების ჭიდილი — UNESCO-ს ახალი კამპანია

BOG
BOG

UNESCO-ს ახალი კამპანია ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება — კერძოდ, როგორ შეიჭრა მანქანური სწავლება კომუნიკაციის სფეროში. მაგალითად, ქოფირაითინგი ისეთი ტიპის სამსახურებს განეკუთვნება, სადაც კომპანიებსა და მომხმარებლებს შორის სწორი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო AI ალგორითმების ამ მიმართულებით გამოყენების შემთხვევაში ბევრი საკამათო საკითხი წამოიჭრება — მათ შორის დეზინფორმაცია, დისკრიმინაცია, რასიზმი და სიძულვილის ენა.

თავის მხრივ, კამპანია ყველა ზემოთ ხსენებულის აღმოფხვრაზეა ორიენტირებული. დოკუმენტურ კადრებზე დაფუძნებულ ვიდეორგოლში კი ნაჩვენებია სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის გამოცდილება, როდესაც AI პროგრამებს იყენებენ, როგორც ტექსტის, ისე ფოტოების გენერირებისთვის — მათ გამოიყენეს ისეთი ცნებები, როგორებიცაა „ბედნიერი კაცი“, „ლამაზი ქალი“, „წამატებული ქალი“, „სიღარიბე“ და სხვა.

მთლიანობაში, UNESCO-მ ნათლად ასახა მთავარი პრობლემა: მანქანური სწავლების ალგორითმები ჯერ კიდევ მნიშვნელოვნადაა დასახვეწი, რათა ეთიკური საკითხები არ დაირღვეს.

მეცნიერებმა 200%-იანი ეფექტურობის მქონე სინათლის სენსორი შექმნეს

Toku Saké: როცა აღმოსავლეთი შეხვდა დასავლეთს