in

UNESCO-მ თბილისი 2021 წლის მსოფლიო წიგნის დედაქალაქად დაასახელა

UNESCO-ს გადაწყვეტილებით, 2021 წელს, თბილისი მსოფლიო წიგნის დედაქალაქი იქნება.

bog
bog-mob

ეს გადაწყვეტილება Unesco-ს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულაიმ მიიღო, მსოფლიო წიგნის დედაქალაქის მრჩეველთა კომიტეტის რეკომენდაციით, რომელიც შვეიცარიაში, 2019 წლის ივნისში გაიმართა.

სლოგანი „კარგი და შენი შემდეგი წიგნი რომელია…?“ პროგრამა ორიენტირებულია, ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით.

პროგრამა მოიცავს ძალიან მნიშვნელოვან აქტივობებს. ღონისძიების მიმდინარეობისას, საბავშვო ბიბლიოთეკები გამოიფინება და წიგნის ფესტივალები გაიმართება ბავშვებისთვის. ასევე, ციფრული პროექტები, რომლითაც წიგნები თამაშებად ტრანსფორმირდება.

ღონისძიების აღნიშვნა 2021 წლის 23 აპრილს დაიწყება, მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს.

ქალაქები ამ ღონისძიებაში ერთვებიან წიგნების პოპულარიზაციისა და კითხვის წახალისებისთვის. როგორც 21-ე ქალაქი, 2001 წლიდან, თბილისი კუალა-ლუმპურისა (2020) და შარჯას (2019) მომდევნო ქალაქია, რომელიც ამ სტატუსით ახალგაზრდებს უმასპინძლებს.

მსოფლიო წიგნის დედაქალაქის სტატუსი ჰქონდათ ქალაქებს: მადრიდი (2001), ალექსანდრია (2002), ნიუ დელი (2003) და სხვა.

„ცხოვრება არის ზმნა!“ და სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ახალ კამპანიას იწყებს

Spotify და Siri დამეგობრდნენ!