in

9 მოულოდნელი შეკითხვა, რომლითაც აპლიკანტზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გაიგებთ

სანამ ისეთ პირობებს შევთავაზებთ, რაც შეიძლება მოგვიანებით ვინანოთ, როგორ გავიგოთ სამსახურის მაძიებელ კანდიდატზე სტანდარტულ ინფორმაციაზე გაცილებით მეტი? ინტერვიუს დროს, შეგვიძლია დავსვათ უჩვეულო შეკითხვები, რითაც აპლიკანტის შესახებ ჩვენთვის მნიშვნელოვან დეტალებს შევიტყობთ. არ მოგერიდოთ, გამოიყენოთ ეს მოულოდნელი შეკითხვები, ან მათ საფუძველზე, ახალი შეკითხვები დააგენერიროთ:

თუკი აშშ-ის შტატებიდან რომელიმეს გამოკლება შეგეძლებოდათ, რომელ შტატს აირჩევდით და რატომ?

შესაძლოა, უბრალო ცნობისმოყვარეობამ გაგაგებინოთ, ნამდვილად თვლის კანდიდატი, რომ ჩრდილოეთ დაკოტას ან ალაბამას გარეშე, აშშ უკეთესი იქნება… თუმცა, აქ მნიშვნელოვანია, რა პრინციპით მუშაობს აპლიკანტის გონება და რისი სწამს.
ზოგჯერ, ამ შეკითხვაზე კანდიდატები ინსტინქტურად, ემპირიულად პასუხობენ. უცნაურია, მაგრამ პასუხით შეგიძლიათ დაასკვნათ, შეეფერება თუ არა ადამიანი თქვენს კორპორაციულ კულტურას.

სახრახნისი და ხრახნი ერთად $2.2 დოლარი ღირს. სახრახნისის ფასი, ხრახნისას $2 დოლარით აღემატება. რა ღირს ხრახნი?

უცნაური შეკითხვაა. თითქოს, იოლიც. თუმცა, ადამიანების უმრავლესობა მაინც გიპასუხებთ, რომ ხრახნი 20 ცენტი ღირს.

სწორი პასუხი კი 10 ცენტია და თავად ეს შეკითხვაც კავშირშია, რამდენად შეუძლია ადამიანს მოსმენა, წაკითხვა, გააზრება და რამდენად გაუმკლავდება ახალი თანამშრომელი საბაზო გამოწვევებს.

რას იზამთ, თუკი ოფისში გაითიშება ინტერნეტი?

ასეთ დროს, თქვენ ცდილობთ გაარკვიოთ, რამდენად მოხერხებულად შეუძლია აპლიკანტს პრობლემის მოგვარება. თუმცა, ეს შეკითხვა ბევრს აბნევს, შესაძლოა პასუხად, უბრალოდ “არ ვიცი” მიიღოთ. ეს შეკითხვა ერთგვარი დემონსტრირებაა, რამდენად არის ადამიანი დაინტერესებული, მიიყვანოს საქმე ბოლომდე.

თქვენ რომ ბურბუშელებით სავსე კოლოფი იყოთ, რა ტიპის ბურბუშელა იქნებოდით? (ამ შეკითხვის ალტერნატივაა: “რომელია თქვენი საყვარელი სამაგიდო თამაში?”)

რა ინფორმაცია უნდა მოგვცეს ამ ორმა უცნაურმა შეკითხვამ ადამიანზე? აქ საინტერესოა ფიქრის პროცესი და საკითხისადმი დამოკიდებულება. ამ კითხვის დასმაც საკმაოდ მოულოდნელი იქნებოდა. თუმცა, პასუხი დაგანახებთ პიროვნებას უფრო პერსონალური მხრიდან.

მოგწონს მოგება და გძულს წაგება?

ეს რა უცნაური შეკითხვაა? თუმცა, მოდით, ავხსნათ: ვის არ მოსწონს მოგება? გამარჯვების სიყვარულის გამო, ადამიანს ვერ დასჯი. თუმცა, როდესაც მარცხი გძულს, მიდრეკილი ხარ ისწავლო მეტი საკუთარი შეცდომებიდან და ეს მწარე წარსული გამოცდილება სამომავლოდ გამოიყენო.

რა არ გამოგდის?

ეს განსხვავდება შეკითხვისგან “რომელია შენი ყველაზე დიდი სისუსტე?”. თუმცა, ფორმულირება უფრო პირდაპირია. ეს შეკითხვა დამსაქმებელს აძლევს ხედვას არამხოლოდ იმაზე, თუ რა მიაჩნია ადამიანს საკუთარ ნაკლოვანებად, არამედ იმასაც, თუ რას გაურბის.

რომელი იყო თქვენთვის საუკეთესო დღე ბოლო სამი თვის განმავლობაში?

შეიძლება ითქვას, რომ ეს წინა შეკითხვის საპირისპიროა. “რომელია შენი ძლიერი მხარეების” ნაცვლად, ამგვარად, უფრო მარტივად ვაძლევთ თავის ძლიერ მხარეებზე საუბრის საშუალებას.

მიამბეთ პროექტზე, რომელზეც მუშაობდით და ჩაგივარდათ… რა ისწავლეთ აქედან?

მარცხი, სავარაუდოდ, ბოლო საკითხია, რაზეც აპლიკანტს სურს საუბარი და ეს ბუნებრივია. მაგრამ ამ მიმართულებით კითხვის დასმა მოგცემთ გაცილებით მეტს, ვიდრე უბრალოდ, ძლიერ ან სუსტ მხარეებზე საუბარია. ამგვარად გაიგებთ, აქვს თუ არა ადამიანს მოტივაცია? როგორ ურთიერთობს გუნდთან? შეუძლია პასუხისმგებლობის აღება? შეუძლია სწავლა და ადაპტირება? და ა.შ.

გვიამბეთ იმ შემთხვევაზე, როდესაც უარი მიიღეთ…

ეს შეკითხვა ჰგავს შეკითხვას მარცხზე, თუმცა, უფრო სხვა კუთხით მიჰყავს საუბარი. განსაკუთრებით საინტერესოა მისი დასმა გაყიდვების გუნდის აპლიკანტთან. რეკრუტირება გაყიდვების სფეროსთვის დამახასიათებელია. ამდენად, უართან გამკლავება მნიშვნელოვანი უნარია. კანდიდატში, ასეთ დროს, ეძებენ შეუპოვრობას და სიჯიუტეს, რათა გადალახოს უარისთვის დამახასიათებელი სიმძიმე და განაგრძოს მწვერვალების დაპყრობა.

 

წყარო: inc



იაპონიაში მფრინავი მანქანა, იგივე „გიგანტური დრონი“ წარმატებით გამოსცადეს

Protected: 7 მიზეზი, რატომ უნდა გაატარო დასვენების დღეები წყალტუბოს Park Resort Tskaltubo-ში