25
Jun
2016

კანის ლომების პირველი ოქრო საქართველოს! პირდაპირი ეთერი კანიდან [25 ივნისი, 21:00]

25 Jun 2016

დღეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის ! 2016 წლის 25 ივნისს საქართველოს წარმომადგენლები, კანის ლომების ფესტივალის 63 წლიან ისტორიაში, პირველად ავლენ სცენაზე და მიიღებენ ოქროს მედლებს.

ნინო უნგიაძე - ანა მარკოზაშვილი კანის ლომების ფესტივალის გამარჯვებულები

ნინო უნგიაძემ და ანა მარკოზაშვილმა პირველობა საქართველოშიც არ დაუთმეს არავის და კანის ფესტივალზე, მთელი მსოფლიოდან წარმოდგენილ საუკეთესო გუნდებსაც დაუმტკიცეს თავიანთი უპირატესობა.

დაჯილდოების ცერემონია 25 ივნისს, თბილისის დროით 21:00-ზე დაიწყება და მას მარკეტერი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. დღეს ასევე გამოვლინდება გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში: Integrated Lions, Titanium Lions, Film Craft Lions, Film Lions, Film Young Lions Awards, Marketers Young Lions Awards, Masters of Creativity, LionHeart Award, Creative Marketer of the Year, Independent Agency of the Year, Grand Prix for Good, Lion of St Mark, Palme d’Or, Holding Company of the Year, Network of the Year and Agency of the Year.

 

კანის ლომების ფესტივალის ისტორია 1953 წელს იწყება, სწორედ ამ დროს გამოეყო ის კანის ფილმის ფესტივალს და უკვე 63 წელია ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ფესტივალი. მას წლების განმავლობაში კანის რეკლამის ფესტივალს ეძახდნენ, მაგრამ უკანასკნელი წლების განმავლობაში უფრო ხშირად მოიხსენიებენ როგორც კანის კრეატივის ფესტივალს, რადგან ნამუშევრები, რომლებსაც ფესტივალი აფასებს არის უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ რეკლამა. დღეს დღეობით კანის ლომების ფესტივალი არის მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალი. კვირეულში მონაწილეობას იღებენ ცნობილი ადამიანები შოუ ბიზნესიდან, სარეკლამო და მარკეტინგის სფეროდან, კანში ისინი ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ ნამუშევრებს, იდეებს, მოსაზრებებს და რაც მთავარია, ფესტივალზე ვლინდება საუკეთესო კრეატიული ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით და გამარჯვებული გუნდები “ლომით” ან ახალგაზრდულ კატეგორიაში გამარჯვების შემთხვევაში მედლით ჯილდოვდებიან.

აღსანიშნავია, რომ Young Lion-ის კონკურსი კანის ლომების ფესტივალის ფარგლებში ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე,მონაწილე ქვეყნებში ტარდება ყველაზე კრეატიული ახალგაზრდების შიდა კონკურსი სხვადასხვა კატეგორიებში [ასაკი 18-30] და მონაწილები საკუთარ კომპანიას წარმოადგენენ, მეორე ეტაპზე კი კონკურსი მიმდინარეობს კანში,სადაც ყველა გუნდი საკუთარ ქვეყანას წარმოადგენს და ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო გუნდის გამოვლენა! გუნდებს ეძლევათ რეალური ბრიფი საქველმოქმედო ან სოციალურ თემატიკაზე. წელს, Young Marketer-ის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა საქართველო.

განხილვა