in

„უნიქარდმა“ ამ დროისთვის 4000-ზე მეტი პრიზი გაათამაშა

„უნიქარდის“ გათამაშება მეოთხე კვირაა მიმდინარეობს და ბარათის ნებისმიერ მფლობელს საშუალება აქვს, 10 000 მომენტალური პრიზისა და 10 სუპერპრიზის მფლობელი გახდეს. როგორც კომპანიის პიარ მენეჯერი ჯიმი არჩვაძე ამბობს, ამ დროისთვის, მომენტალური პრიზი 4000-ზე მეტმა მომხმარებელმა მოიგო.

bog
bog-mob
„უნიქარდის“ მომენტალური გათამაშების ერთ-ერთი გამარჯვებული დიანა ივანიძე

„გათამაშებულია: iPhone X,  2 ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, ნოუთბუქი, 350-ზე მეტი საოჯახო და კომპიუტერული ტექნიკა, 1500-მდე ვაუჩერი – სუპერმარკეტის, საწვავის, ტანსაცმლისა და აქსესუარების, აფთიაქის, კინოთეატრის ბილეთები  და „უნიქარდის“ 110 000 ქულა“.

მომენტალური პრიზები, ყოველდღიურად, დოლურას პრინციპით თამაშდება. გამარჯვების შემთხევაში, მომხმარებლები ავტომატურად იღებენ SMS შეტყობინებას, პრიზების შესახებ ინფორმაცია კი „უნიქარდის“ გათამაშების გვერდზე იდება. ავტორიზებულ მომხმარებელს მოგებული პრიზი პირად კაბინეტშიც გამოუჩნდება.

მოვიგე  iPhone X მომენტალურ გათამაშებაში –  ჩემი აზრით, ყველაზე საუკეთესო პრიზი. ასევე, ჩაიდანი, „პარფოისის“ ვაუჩერი და „უნიქარდის“ ქულები. ახლა უკვე 11 ნოემბერს, მთავარი პრიზების გათამაშებას ველოდები და იმედი მაქვს, იქაც გამიმართლებს“, – ამბობს მომენტალური გათამაშების ერთ-ერთი გამარჯვებული დიანა ივანიძე.

„უნიქარდის“  გათამაშება 17 სექტემბრიდან დაიწყო და  31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„გასათამაშებელია კიდევ 6000-მდე მომენტალური პრიზი და  10 სუპერპრიზი: 2 ბინა ლისზე, ტერასა ჯგუფისგან; 2 „ტოიოტა პრიუსი“, #1 ჰიბრიდი; 2 ელექტრო სკუტერი ექსლკუზიურად „ი-სპეისისგან“;2 მოგზაურობა, –  ამერიკაში, ნასას ცენტრში და ვენეციის კარნავალზე; 2 ხელფასი –  უნიქარდის 5000 ქულა ყოველთვიურად, 1 წლის განმავლობაში.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, გათამაშების ბილეთების მიღება, მომხმარებლებს სხვადასხვა გზით შეუძლიათ: „უნიქარდის“ ნებისმიერ პარტიორთან დაგროვებულ ყოველ 10 ქულა – გათამაშების 2 ბილეთია. ასევე შესაძლებელია „უნიქარდზე“ უკვე დაგროვებული ქულების ბილეთებში გადაცვლა (15 ქულა= 2 ბილეთს). გარდა ამისა, მომხმარებელები ბილეთებს  www.unicard.ge-ზე პერსონალური მონაცემების განახლებით ან „უნიქარდის“ ფეისბუქ გვერდზე, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვით მიიღებენ.

„ყველა  ბილეთი, მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა მომენტალურ პრიზს, პარალელურად, მიიღებს მონაწილეობას სუპერპრიზების გათამაშებაში, რომლიც 11 ნოემბერს,  ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გაიმართება. გათამაშების პარტნიორები არიან: „ვისოლი“, „ავერსი“, „ალტაოქეი“, „სპარი“, „ეკოგაზი“, „კავეა“, „ვეჯვუდი“, „უპერა“. რაც უფრო მეტად იაქტიურებთ, მოგების შანსიც მეტად იზრდება“.

[R]

მხოლოდ ზარმაცები გადარჩებიან! – მიშა ბახსოლიანის #აზრები

რა უნდა არასარეკლამო ბილბორდს თამარ მეფის გამზირზე