18
სექ
2015

უნიქარდი უკვე თქვენს მობილურ ტელეფონშია!

18 სექ 2015

დღეიდან უნიქარდის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მობილურ ტელეფონში უნიქარდის მობილური აპლიკაცია ჩამოტვირთონ.

აპლიკაციის მეშვეობით  ქულების დაგროვების პროცესი უფრო კომფორტული გახდა და მომხმარებელი  ყველა იმ სერვისს იღებს, რასაც აქამდე უნიქარდის ვებგვერდის საშუალებით იღებდა. გარდა არსებული სერვისებისა, უნიქარდის მობილურ აპლიკაციას დაემატა ახალი ფუნქციები: ვირტუალური ბარათი და „ჩემ გარშემო“.

unicard-app

ვირტუალური ბარათის ფუნქციით უნიქარდით სარგებლობის პროცესი უფრო სწრაფი და მოხერხებული გახდა. მისი საშუალებით ქულების დაგროვება და დახარჯვა პირდაპირ მობილური ტელეფონის საშუალებით არის შესაძლებელი. ვირტუალური ბარათის მიღება შეუძლიათ მათაც, ვინც ჯერ კიდევ არ არის უნიქარდის პლასტიკური ბარათის მფლობელი. ვირტუალურ ბარათით სარგებლობა სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში“, „სპარში“ და სააფთიაქო ქსელ „ჯიპისიშია“ შესაძლებელი, ხოლო უახლოეს მომავალში მათ რიცხვს უნიქარდის სხვა პარტნიორებიც შემოუერთდებიან.

მობილურ აპიკაციაში ასევე საინტერესო სერვისია „ჩემ გარშემო“ – ბარათის მფლობელი ადგილმდებარეობის მიხედვით, მის გარშემო განლაგებულ იმ კომპანიების ობიექტებს ხედავს, სადაც უნიქარდის ბარათი ტარდება. „ჩემ გარშემო“ სერვისის საშუალებით  მომხმარებელს უფრო უმარტივდება ისარგებლოს პარტნიორი კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისებით და დააგროვოს ქულები 3500-ზე მეტ წერტილში.

მობილური აპლიკაციის მეშვეობით ასევე შესაძლებელია: უნიქარდის ონლაინ კატალოგის დათვალირება, საჩუქრის არჩევა და შეკვეთა, სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიღება, ანგარიშის შემოწმება და დეტალური ამონაწერის ნახვა. აპლიკაცია უფასოა და მისი ჩამოტვირთვა app store-ზე ან play store-ზეა შესაძლებელი.

განხილვა