ამბავი ასეთია: UNICEF-მა ახალი ბრენდპლატფორმა შექმნა, რათა საზოგადოების მხარდაჭერა მიიღოს ბავშვების დასახმარებლად. ამიტომაც კამპანიაში მათი ისტორიებისა და ხმების გაჟღერება გადაწყვიტა. Making Childhood Unstoppable ნათელს ჰფენს იმ წარმოუდგენელ გამოწვევებს, რომლებთანაც გამკლავება ბავშვებს უწევთ, პარალელურად კი, UNICEF-ის როლსაც ასახავს, როგორც მათი თამაშის, სწავლისა თუ ოცნებების უფლებადამცველის.
კამპანიაში მთავარი ფოკუსი, რაღა თქმა უნდა, ბავშვებზე კეთდება, მათ რეალურ ისტორიებზე და რეალურ კადრებზე, რომელიც ორგანიზაციამ მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული პროექტების ფარგლებში მიიღო. აქვე ასახულია, კონფლიქტების, კლიმატის ცვლილებებისა და სხვა კრიზისების გამო, რა საფრთხის წინაშეა ახალგაზრდების პოტენციალი, თუმცა, ამავდროულად, გვეუბნებიან, რომ შესაბამისი მხარდაჭერით მათ ბავშვობას არაფერი დაემუქრება…
Making Childhood Unstoppable-ს 5 მთავარი გმირი ჰყავს, რომლებიც შეუჩერებელი სულისკვეთების განსხვავებულ ასპექტებს ასახავენ. მათ შორისაა 15 წლის მარგარიდაც, რომელიც იუნისეფის დახმარებით აგრძელებს სწავლის გაგრძელებას და 11 წლის მინიარი, რომელიც ომის გამო იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა, ახლა კი საშუალება აქვს კარატეს კლუბში იაროს.
უფრო მეტი ამ ბავშვების შესახებ UNICEF-ის საიტიდან შეგიძლიათ, გაიგოთ. თავად ორგანიზაციის მიზანი კი მათი ხმების გაძლიერება და საზოგადოებისთვის იმის შეხსენებაა, თუ რა მასშტაბის გამოწვევებთან უწევთ ბავშვებს გამკლავება და რა შეგვიძლია შევცვალოთ მათ ცხოვრებაში ჩვენი მხარდაჭერით:
„ყველაზე მნიშვნელოვანია ავამაღლოთ იმ შთამაგონებელი და ძლიერი ბავშვების ხმა, რომლებსაც მხარს ვუჭერთ. ბავშვობა თამაშით, სწავლითა და დიდი ოცნებებით სავსე უნდა იყოს, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით მათ მრავალ კრიზისთან უწევთ გამკლავება, რასაც თავად ვერ აკონტროლებენ… არასდროს ყოფილა ამაზე მნიშვნელოვანი დრო UNICEF-ის მხარდასაჭერად და ვიმედოვნებთ, რომ ეს კამპანია შთააგონებს ადამიანებს გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, შემოგვიერთდნენ მომავალი თაობებისთვის“.
კამპანიაზე Neverland-ის შემოქმედებითმა სააგენტომ იმუშავა.











