11
Jun
2019

რაზე საუბრობენ სკოლის ნანგრევებისგან შექმნილი სკულპტურები? – UNICEF-ის კამპანია

11 Jun 2019

Elit Electronics


ქვეყნებში, სადაც ბოლო წლებში საომარი მდგომარეობა იყო, 3-დან 1 ბავშვი სკოლის გარეშეა დარჩენილი. ამ პრობლემის საჩვენებლად, UNICEF-მა კამპანია წამოიწყო, სახელწოდებით “კლასი მომავლის გარეშე”. ომისგან დანგრეული სკოლებიდან შეგროვილი ხის მასალებისგან შექმნეს ბავშვების ხის სკულპტურები. სიმბოლურად, ეს სკულპტურები უდანაშაულო მსხვერპლს ასახავდა, იმ ბავშვების სახით, რომლებმაც დაკარგეს სკოლა და სწავლის უფლება. ნამუშევრები UNICEF-მა 2019 წლის მაისში, პალმა-დე-მალიორკას აეროპორტში მოაწყო. გამოფენის მიზანი იყო, საერთაშორისო კონფერენციაზე ჩამოსული დელეგატების ყურადღება მიეპყროთ უსაფრთხო სკოლების აუცილებლობისკენ.

 

განხილვა