in

„უნიქორნ სოლუშენსი” – ბრენდი, რომელიც ქმნის სტანდარტებს ჰორეკა სექტორში

ჰორეკა სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურიზმისა და მომსახურების სფეროში. მზარდი ტურისტული ნაკადისა და ადგილობრივი სტუმარმასპინძლობის კულტურიდან გამომდინარე, ბოლო წლებში ჰორეკა ბიზნესი საქართველოში სწრაფად ვითარდება. ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპანიები ცდილობენ, თანამედროვე ტენდენციებსა და ტრადიციულ ღირებულებებს შორის ბალანსი შეინარჩუნონ, რაც ინდუსტრიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ამ სექტორში წარმატება დამოკიდებულია ხარისხიან პროდუქტზე, გამორჩეულ მომსახურებასა და მომხმარებლის მოთხოვნებისადმი მოქნილ მიდგომაზე.

კომპანია, რომელიც დღეს უნდა გაგაცნოთ, საქართველოს ჰორეკა სექტორის ერთერთი წარმომადგენელია და ბაზარზე 2023 წლის ოქტომბრიდან წარმატებულად ოპერირებს. ისსილქ როუდ ჯგუფისშვილობილია და მისი გუნდისთვის სექტორული საჭიროებები კარგად ნაცნობია. ეს ბრენდიაუნიქორნ სოლუშენსი”, რომელიც ევროპული ხარისხის პროდუქციის იმპორტიორდისტრიბუტორია სხვადასხვა კატეგორიაში, რაც სტუმარმასპინძლობის სფეროს ეხება.

სია გრძელია, თუმცა ძირითადი ჩამონათვალი, რასაც კომპანია გთავაზობთ, არის: საკვები პროდუქტები, ალკოჰოლური სასმელი, ყავა, ელექტრონული ტექნიკა და სასტუმროსთვის საჭირო კოსმეტიკა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კვების ნაწილში აქცენტი კეთდება ჯანსაღ, გაუყინავ და ახალთახალ პროდუქტზე, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, თევზეული და ხორცი. ამისთვის კომპანია არა სახმელეთო, არამედ საავიაციო იმპორტს იყენებს და პროდუქტი ყოველკვირეულად ახლდება

უნიქორნ სოლუშენსი B2B ბიზნესმოდელს ეყრდნობა, თუმცა ცოტა ხნის წინ გამოუშვა ელკომერციის პლატფორმაც, Unicorn Market, რომელიც სამომავლოდ B2C მიმართულებასაც გეგმავს.

რამდენიმე კითხვაზე უფრო ვრცლად კომპანიის წარმომადგენელმა, დავით რაფავამ გვიპასუხა:

M: დავით, რა არის უნიქორნის მთავარი მისია?

დაარსების დღიდან უნიქორნ სოლუშენის მიზანია ჰორეკა სექტორისთვის იმ ნიშის შევსება, რაც გულისხმობს მაღალი ხარისხის, ევროპული პროდუქციის იმპორტირებას საქართველოში. რა თქმა უნდა, მანამდეც არსებობდა ალტერნატიული პროდუქტები, მაგრამ ამ ხარისხითა და სისტემატურობით, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, იმპორტი არ ხორციელდებოდა

ჩვენ, გამომდინარე იქიდან, რომ ვართსილქ ჯგუფშიშემავალი კომპანია, ბაზარს კარგად ვიცნობთ შიგნიდან და ვიცით, რა საჭიროებები არსებობს. თავად ვმართავთ რამდენიმე სასტუმროს, რესტორანს და მოთხოვნის შესაბამისად შეგვიძლია მათი უზრუნველყოფა. სანამ უნიქორნი ჩამოყალიბდებოდა, ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო ისეთი მომწოდებლების პოვნა, რომლებიც შემოგვთავაზებდნენ სეგმენტის შესაბამის პროდუქტებს, ამიტომ თავად ვიქეცით ამ მომწოდებლებად ჯერ საკუთარი ბიზნესებისთვის, ხოლო მერე სხვა სასტუმროებისა და რესტორნებისთვისაც.

M: რამდენად აქვს მზაობა ამ სექტორს საქართველოში მაღალი ხარისხის, ძვირფასი პროდუქცია მოითხოვოს? როგორია ბოლოდროინდელი დაკვირვება?

საქართველოში ტურიზმი ვითარდება არა მხოლოდ რაოდენობრივად, არამედ ხარისხის თვალსაზრისითაც. ყველა კვლევა მიგვანიშნებს იმაზე, რომ იზრდება სამომხმარებლო სტანდარტები, ხარჯვისუნარიანობა, რაც მიუთითებს, რომ ბაზარი მზად არის უფრო ძვირფასი ასორტიმენტისთვის. მაგალითად, ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია, რომელმაც ჩამოიტანა ახალი დაჭერილი მთლიანი 92-კილოგრამიანი ბლუფინის ტუნა, გაუყინავი A5 ხარისხის იაპონური კაგოშიმა ვაგიუ საქონლის ხორცი და სხვა ექსკლუზიური პროდუქტები. ვსარგებლობთ ავიაგადაზიდვებით, რაც გვეხმარება, რომ გაყინული პროდუქციის ნაცვლად ყველაფერი ახალი და ჯანსაღი შემოვიტანოთ.

აქვე, მინდა, აღვნიშნო, რომ აქცენტი არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ ექსკლუზიურ და ძვირფას პროდუქციაზე, ჩამოგვაქვს ბიუჯეტური ვარიანტებიც, ხოლო რაც შეეხება ასორტიმენტს, ის მოიცავს ყველაფერს, რაც საჭიროა ჰორეკა სექტორის მუშაობისთვის, დაწყებული მატრასებით, დამთავრებული ალკოჰოლით. ჩვენ მთელ სპექტრს მოვიცავთ და ესეც არის ჩვენი უპირატესობა.

M: საინტერესოა საფასო პოლიტიკაც, რამდენად კონკურენტული ფასები აქვს უნიქორნ სოლუშენსს?

ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ, თუ როგორია საბაზრო ფასები ამ სექტორში და შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ ყოველთვის ვმუშაობთ საუკეთესო ფასის შეთავაზებაზე მომხმარებლებისთვის. სწრაფი მიწოდების სერვისი და კონკურენტული ფასი ჩვენი ახალი ელკომერციის პლატფორმის სტრატეგიულ მისიადაც ვაქციეთ

უნიქორნ სოლუშენსმა სულ ახლახან გააფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება იტალიურ კომპანიასთან La Bottega, რომელიც ერთერთი ლიდერია მსოფლიოში უმაღლესი კლასის სასტუმროს კოსმეტიკის კუთხით. მის მფლობელობაში 74 ბრენდია, მათ შორის, Diptyque, Etro, Grown Alchemist, Saint Charles, Paul Smith, MALIN+GOETZ და სხვა. ხარისხის გარდა ის აერთიანებს იტალიურ სტილსა და დახვეწილობას, ხოლო მისი მთავარი მისიაა უნიკალური გამოცდილების შექმნა ყველა სასტუმროში

ახალი სახეობის პროდუქციის ძიება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია და კომპანია La Bottega-სთან თანამშრომლობაც ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება. რამდენიმე თვეში ვხსნით უმაღლესი კლასის სასტუმროსტელეგრაფი”, რომელიც ძველი ფოსტის შენობაში განთავსდება. ბუნებრივია, რომ სასტუმროს სჭირდება ბრენდული პროდუქცია, როგორებიცაა: შამპუნები, გელები და სხვა, ამიტომ ჩვენ არჩევანი La Bottega-ზე შევაჩერეთ. თავის მხრივ, ისინი ხედავენ პოტენციალს ჩვენში, რადგან ტელეგრაფი The Leading Hotels of the World-ის ქსელის წევრი გახდა, ეს სტატუსი კი ნიშნავს, რომ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ, რაც მაღალი ხარისხისთვისაა საჭირო. ეს იგივეა, რაც რესტორნისთვის მიშელინის ვარსკვლავის მინიჭება, რომელიც მისი სანდოობის ინდექსს ზრდის”, – გვიყვება თანამშრომლობის შესახებ დავით რაფავა.

[R]

Meta და UFC მაყურებლის ჩართულობის გასაზრდელად გაერთიანდნენ

ბრენდბუქის მნიშვნელობა ცვალებად ციფრულ სამყაროში