“Canal+”-მა და მისმა დიდი ხნის პარტნიორმა, ფრანგულმა სააგენტომ “BETC” ბიბლიურ მოტივებზე სარეკლამო რგოლი გადაიღო. რეკლამა ნოეს და მისი კიდობანის ისტორიას ეხება.
კრეატორებმა მარტორქების ისტორიის მოთხრობა გადაწყვიტეს. მართალია ნოეს დამსახურებაა ის, რომ ჩვენამდე ცხოველები შემორჩნენ, მაგრამ მისი ერთ-ერთი ვაჟის დაუდევრობის გამო მარტორქები გაქრნენ. გადაშენების მიზეზს რეკლამაში ნახავთ.
ტელეკომპანიის და “BETC”-ის რეკლამები დიდი პოპულარობით სარგებლობს. პოპულარობასთან ერთად მათ თითქმის ყველა პრესტიჟულ ფესტივალზე გრან-პრი აქვთ აღებული.
განხილვა