in

ნახეთ: უნიკალური ყვითელი პინგვინი, რომელიც ველური ბუნების ფოტოგრაფმა დააფიქსირა

მისი სიყვითლე ლეიკიზმითაა გამოწვეული – უჯრედები აღარ ქმნის მელანინს

ალბათ, აქამდე არც ერთ თქვენგანს უნახავს ყვითელი პინგვინი, რომელიც ველური ბუნების ფოტოგრაფმა ივ ადამსმა გადაიღო, სამხრეთ ატლანტიდის ორთვიან ფოტოგამოფენაზე.

“ამ დრომდე ყვითელი პინგვინი არ მინახავს და არც მსმენია მის შესახებ. ამ სანაპიროზე 12 000 ფრინველი იყო და მათ შორის ერთადერთი ყვითელი პინგვინი აღმოჩნდა. გაგვიმართლა, რომ სწორედ იქ მოხვდა პინგვინი, სადაც ჩვენ ვიყავით. ეს იყო სამოთხე და 50 მეტრის მოშორებით რომ ვყოფილიყავით, მთელი ცხოვრების განმავლობაში ვეღარასოდეს შევძლებდით ასეთი სცენის ხილვას” – ამბობს ივ ადამსი.

პინგვინის სიყვითლე ლეიკიზმი გამოწვეული, რაც პიგმენტაციის დაკარგვას გულისხმობს. მისი უჯრედები აღარ ქმნის მელანინს და მისი შავი ბუმბული ყვითელი ან კრემისებრ შეფერილობას იღებს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მოქმედებს პინგვინის უნიკალური შეფერილობა მის სოციალურ მდგომარეობაზე. ასევე გაურკვეველია, მდედრი პინგვინებისთვის უფრო მიმზიდველები არიან თუ არა ყვითელი მამრები.

მკვლევარი დანიელ ტომასის თქმით, პინგვინები ყვითელ პიგმენტს მეწყვილის მოსაზიდად იყენებენ და შესაძლოა, ყვითელი მოლეკულა შინაგანად სინთეზირდებოდეს. “იგი განსხვავდება ფრინველის ბუმბულის პიგმენტაციის ხუთი ცნობილი კლასისგან და ახალ, მეექვსე კლასს წარმოადგენს” – ამბობს დანიელ ტომასი.

„საქართველოს უნივერსიტეტი“ კიბერუსაფრთხოების კვალდაკვალ

„ლოპოტაზე“ მზის ელექტროსადგური, „თიბისი ლიზინგის“ დაფინანსებით, აშენდება