ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უნილაბი იხსნება. იგი წარმოადგენს ტექნოლოგიურ სივრცეს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ სტუდენტებს (კონკურსის გავლის შემდეგ) ყოველგვარი დამატებითი საფასურის გადახდის გარეშე:
- დაეუფლონ თანამედროვე პროფესიებს გრაფიკული დიზაინის, პროგრამირების, პროგრამული პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით
- მიღებული ცოდნა გამოიყენონ რეალურ პროექტებში, კერძოდ, მენტორების დახმარებით იმუშაონ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე და დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება
- გაიუმჯობესონ სამეწარმეო უნარ-ჩვევები.
გარდა ამისა, უნივერსიტეტის ინფორმაციით, უნილაბი გამართავს საჯარო შეხვედრებს ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის და, ასევე, განახორციელებს სასერტიფიკატო და დისტანციური სწავლების პროგრამებს.
უნილაბის კონცეფციის პრეზენტაცია 22 თებერვალს, 19:00 საათზე, E 207 აუდიტორიაში გაიმართება. მის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის ანდრო ასათიანი ისაუბრებს. პრეზენტაციის შემდეგ აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ილიაუნის სტუდენტები, რომლებსაც აქვთ მსგავს სივრცეში მუშაობის გამოცდილება. შეხვედრის ბოლოს კი დისკუსია გაიმართება.