in

საპნის წარმოებიდან Unilever-მდე

Unilever – დღეს ამ კორპორაციის სახელი უამრავი დასახელების ბრენდულ პროდუქტთან ასოცირდება. არადა, კომპანიამ საქმიანობა საპნის წარმოებით დაიწყო. მაშინ, მას Lever Brothers ერქვა. წარმოიდგინეთ, 1890-იანი წლებია და ბიზნესი რევოლუციურ ნაბიჯს დგამს – მომხმარებელს Sunlight Soap-ს სთავაზობს. დღეს, Unilever-ის ღირებულება 121.63 მილიარდი დოლარია. ის აერთიანებს 500 კომპანიას, მსოფლიოს გარშემო. მათ შორისაა, ისეთი პროდუქტების წარმოება და გაყიდვა, როგორიცაა საპონი, საკვები და სახლის მოვლის საშუალებები. მაშინ, როდესაც კომპანიების უდიდესი ნაწილი არსებობის 5 წელსაც ვერ აღწევს, Unilever-მა საუკუნოვანი გამოცდილება დააგროვა. დღეს, სწორედ მასზე გიამბობთ.

Lever Brothers-ის იდეა უილიამ ჰესკეთ ლევერს გაუჩნდა. ვიქტორიანულ ინგლისში მან სისუფთავისთვის საჭირო პროდუქტების წარდგენა გადაწყვიტა. უილიამის სტრატეგიამ, თანაბრად კონცენტრირებულიყო პროდუქტის გაყიდვასა და წარმოებაზე, გაამართლა. პროდუქტი უსწრაფესად გავრცელდა მთელ ბრიტანეთში და Lever Brothers-ს ბიზნესის გლობალურ დონეზე გაფართოების საშუალება მიეცა.

იმ დროისათვის, ნიდერლანდებში მარგარინის წარმოება განვითარდა. 1872 წელს, იურგენსებმა ვან დე ბერგსებთან ერთად, მარგარინის თავიანთი წარმოება ჩამოაყალიბეს. რაკი ადგილობრივ ბაზარზე კონკურენცია მაღალი იყო, დამფუძნებლებმა მესამე პარტნიორი შემოიერთეს და Margarine Unie ჩამოაყალიბეს.

ორივე კომპანია აქტიურად ვითარდებოდა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. 1929-30 წლებში, Level Brothers შეუერთდა Margarine Unie-ს სამეულს და მსოფლიო ბაზარზე ახალი კორპორაცია Unilever დაიბადა.

მეორე მსოფლიო ომიდან ათწლეულების შემდეგ, Unilever-მა სარეცხი საშუალებებისა და სხვა სინთეტიკური პროდუქტების წარმოება დაიწყო. 80-იან წლებში კორპორაციამ კიდევ უფრო ამბიციური განაცხადი გააკეთა და 1986 წელს, შეიძინა Chesebrough-Pond’s, Inc., რომელიც თავის მოვლის საშუალებებს აწარმოებდა. ამას მოყვა Calvin Klein-ის, Faberge-სა და Elizabeth Arden-ის შეძენა, რითაც Unilever პარფიუმერიისა და კოსმეტიკის უმსხვილეს მწარმოებლად იქცა, თუმცა მოგვიანებით Unilever Cosmetics International გაასხვისა და საცალო სამომხმარებლო და სახლის მოვლის საშუალებებზე კონცენტრირდა.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

საქართველოს ფინტექ ასოციაცია მედიას შეხვდა

Woo — Gen Z მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ახალი ბრენდი