in

www.unimania.ge – უნიქარდზე ქულების დაგროვება რეკლამის ყურებითაც შეიძლება

unimania-780-480უნიმანიაზე უნიქარდის ბონუს ქულები დანახარჯის გარეშე, რეკლამის ყურებით გროვდება. უნიქარდი მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს ─ www.unimania.ge ონლაინ სივრცეში უნიქარდის ქულების დაგროვების ახალი შესაძლებლობაა.

უნიქარდის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია ესტუმროს ვებგვერდს, უყუროს განთავსებულ ვიდეო რგოლებს, დაათვალიეროს ბანერები, გადავიდეს მითითებულ ბმულზე და მონაწილება მიიღოს გამოკითხვაში. ქულების დასაგროვებლად მომხმარებლებმა უბრალოდ უნდა დაადასტურონ რეკლამაში ჩართულობა, რაც ვებგვერდზე ყოფნის დროს პერიოდულად დასმული საკონტროლო შეკითხვით ხდება.

უნიმანიაში ჩასართავად უნიქარდის ბარათია საჭირო. მათ ვისაც, ჯერ კიდევ არ აქვთ უნიქარდის ბარათი, ვებზე რეგისტრაციის გავლისას შეუძლიათ მომენტალურად გახდნენ ვირტუალური ბარათის მფლობელები. ხოლო მათ, ვისაც უნიქარდის ვებგვერდზე www.unicard.ge უკვე დარეგისტრირებული აქვთ უნიქარდის ბარათი, შეუძლიათ გამოიყენონ მომხმარებლის იგივე მონაცემები ვებგვერდზე www.unimania.ge ავტორიზაციისას.

უნიქარდი უნივერსალური დაგროვების ბარათია, რომელზეც ქულების დაგროვება პარტნიორ კომპანიებში მისი გატარებით ხდება. ბარათზე დაგროვებული ქულების დახარჯვა შესალებელია მომხმარებლის სურვილისამებრ. საჩუქრის შერჩევა და მიღება, როგორც სახლიდან გაუსვლელად ─ ონლაინ კატალოგიდან, ასევე უნიქარდის მომსახურების ცენტრში ხდება. უნიქარდი ლოიალური მომხმარებლებისთვის პოზიტიურ გამოცდილებას ქმნის და ქულების დაგროვებისა და გახარჯვის საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს.

[R]

უმაღლესი კლასის რესტორანი… ბუზებისთვის! – LA MOUCHE D’OR

„ლადო გუდიაშვილი 120“