კომპანია „უნიფეიმ“ 2017 წლის დეკემბერში მომხმარებლებს SEPA-ს ევროპული ანგარიში შესთავაზა. SEPA (Single Euro Payments Area) ევროპის 34 ქვეყანას აერთიანებს და მოსახლეობას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა ევროპული ბანკიდან, თანხა დაბრკოლებისა და შუამავლის გარეშე გადარიცხონ.
„ვებგვერდზე www.unipay.com დარეგისტრირებულ მომხმარებელს, ერთი „კლიკით“ შეუძლია, გაააქტიუროს SEPA-ს პირადი ანგარიში და ევროპიდან გადმორიცხული თანხა ზუსტად იმავე პირობებით მიიღოს, როგორც ევროპული ანგარიშის მფლობელმა. თუ ქართულ საბანკო ანგარიშზე ევროპული ბანკიდან გადმორიცხული თანხა აისახება 3-დან 5 სამუშაო დღეში და მოითხოვს შუამავალი ბანკების ჩართულობას, SEPA-ს ანგარიშზე თანხის მიღებას მხოლოდ 1 სამუშაო დღე სჭირდება და თანხა პირდაპირ, შუამავლების გარეშე ირიცხება. ასევე აღსანიშნავია, რომ მიმღებსა და გამგზავნს შეუძლიათ ოპერაციები სახლიდან გაუსვლელად, „ონლაინ“ შეასრულონ და თავიდან აიცილონ ბანკში ან რომელიმე ფიზიკურ სალაროში მისვლა და რიგში დგომა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თანხის გადარიცხვა მომხმარებელს დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია, თუ ოპერაციას „ონლაინ“ შეასრულებს და არ დასჭირდება ბანკის სამუშაო საათების გათვალისწინება. დამატებითი ინფორმაციისა და ანგარიშის აქტივაციისთვის, მომხმარებლები უნდა გადავიდნენ შემდეგ ბმულზე “, – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.
SEPA არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვისაა საინტერესო, არამედ იმ მეწარმეებისთვისაც, ვისაც ევროპაში თავიანთი პროდუქციისა, თუ მომსახურების რეალიზაცია სურს. „SEPA ბიზნესისათვის“ მეწარმეებსაც აძლევს საშუალებას, მიიღონ გადახდები ევროპის 34 ქვეყნიდან.
„უნიფეი მუშაობს ამ მიმართულებით და უკვე ძალიან მალე დაგვემატება თანხის ევროპაში გადარიცხვის ფუნქციაც. ამ სიახლის შესახებ ინფორმაციას აუცილებლად მივაწვდით „უნიფეის“ მომხმარებლებს და გავავრცელებთ მედიაში“.
UniPAY-ს იმ მომხმარებლებისთვის, ვინც კრიპტოვალუტითაა დაინტერესებული და სურთ თანხის განაღდება ვებგვერდებიდან: cex.io, bitstamp, bitfinex, kraken, bitcoin.de, GDAX, BitPanda, Paymium, Safello, CoinCorner, Cubits, AnyCoin, Direct, HappyCoins, Coinbase , ყველგან სადაც SEPA გადახდებია, შეუძლიათ თანხის გატანის მეთოდებში აირჩიონ SEPA-ს ანგარიში და ჩვეულებრივად მიიღონ თანხა პირად ანგარიშზე.
„კომპანია „უნიფეი“ 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ელექტრონული საფულის მომხმარებელს ტექნოლოგიურ, ალტერნატიულ სერვისებს სთავაზობს. ელ-საფულის კონცეფცია მსოფლიოში ზოგადად ახალი ტენდენციაა და უამრავ დროს და ენერგიას ზოგავს. „სმარტფონის“ საშუალებით მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს გადასახადები, ისარგებლოს უამრავი ონლაინ მაღაზიით ან შეასრულოს საბანკო გადარიცხვები“.
[R]